სიახლეები

4140 Views
პოლიტიკა

ხადური: მეორედ არ დამირეკოთ!.. პურის გაძვირების მიზეზი ძალიან მალე დადგინდება

კონკურენციის სააგენტო პურის გაძვირების მიზეზების შესწავლას განაგრძობს.

ივნისის განმავლობაში სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას ორჯერ განაცხადა, რომ პროცესი სულ მალე დასრულდებოდა და შედეგებიც „რამდენიმე დღეში“ გახდებოდა ცნობილი.

დღეს, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ პურის გაძვირების მიზეზი ძალიან მალე დადგინდება. თუმცა, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ამბობს იმასაც რომ „გირჩს“ ექსკლუზივს არ მისცემს და მოგვიწოდებს სიახლეები, კონკურენციის სააგენტოს ვებ-გვერდზე მოვიძიოთ.

მეორედ არ დამირეკოთ. სიახლეები ჩვენს ვებ-გვერდზე დაიდება. თქვენ კი ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდით

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტო პურის გაძვირების მიზეზებს ექვს თვეზე მეტია შეისწავლის. უწყებას საკითხის შესწავლა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გასული წლის 10 დეკემბერს დაავალა.

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები