სიახლეები

199 Views
პოლიტიკა

პროტესტის მე-11 დღე პარლამენტთან

რუსთაველის გამზირზე მე-11-ე დღეა პროტესტი გრძელდება, აქციის მონაწილეები, 20 ივნისის სისხლიანი აქციის შემდეგ, შს მინისტრის გახარიას გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს სრულად არ დააკმაყოფილებს.

აქციის ორგანიზატორების თქმით ხელისუფლება გახარიას სკამს ებღაუჭება და ვერ ხსნის, რადგან ის მათი დანიშნული არ არის.

ესე გაბრაზებული ხალხი 9 აპრილის შემდეგ არ ყოფილა, ვარდების რევოლუციაც კი დროში კიდევ უფრო პატარა იყო და მაშინაც დიდი ამბები მოხდა. რომ გვეგონა რომ რაღაცეები წარსულში დავტოვეთ და გაქრა, არ გამქრალა და ის რითიც იწონებდა ეს ხელისუფლება თავს, რომ არასოდეს ხალხზე არ უძალადია, ამასაც ვეღარ ამბობენ. ებღაუჭებიან გახარიას სკამს, იმიტომ რომ ვერ ხსნიან და იმიტომ, რომ მათი დანიშნული არ არის

განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

კომენტარები