სიახლეები

50 Views
გირჩი

გირჩის ყოველთვიური ფინანსური ანგარიში - იანვარი

წარმოგიდგენთ გირჩის ყოველთვიურ ანგარიშს, აქ წარმოდგენილია 2021 წლის იანვრის თვის ყველა შემოსული და დახარჯული თანხები.

შემოსული:

  • თვის დასაწყისში გვქონდა 418 ლარი

  • ამას დაემატა პორტალიდან შემოწირულობები 7836 ლარი

  • პეიპალიდან 1211 ლარი

  • ბიბლიური თავისუფლების 850 ლარი

  • სანდროს შემოწირული 1518 ლარი

  • ვახოს შემოწირული 1500 ლარი

  • ლაშა ხვიჩიას მიერ 570 ლარის დაფინანსებული საქმე

იანვარში შემოსულმა თანხამ შეადგინა 13903 ლარი 

ხარჯები:

  • ხელფასები სტაფის - 2940 ლარი

  • რემონტი - 4137 ლარი

  • სხვა ხარჯები - 1479 ლარი

  • ოფისის ქირა - 1917 ლარი

  • კომუნალურები - 657 ლარი

ანუ სულ ხარჯი - 11131 ლარი

ასევე გავისტუმრეთ პორტალის დეველოპმენტის ვალიდან - 500 ლარი

ნაშთი - 2272 ლარი


რაც შეეხება ძველ და ახალ ვალებს.

ვალი თვის დასაწყისში - 23 855 ლარი
აქედან:

  • პორტალის დეველოპმენტი - 18 500 ლარი

  • პოლიტიკოსების მიმართ ვალი - 5 355 ლარი

ვალი თვის ბოლოში - 29 271 ლარი
აქედან:

  • პორტალი - 18 000 ლარი

  • ინტერნეტი - 450 ლარი

  • პოლიტიკოსების მიმართ ვალი - 10 821 ლარი (იანვარში პოლიტიკოსებმა პირადი შემოწირულობა 5465 ლარი არ აიღეს, რადგან არ გვქონდა საკმარისი თანხა და ეგ დაემატა).

ფინანსური ანგარიში შეგიძლიათ ასევე იხილოთ ამ ბმულზე.

ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში მსგავს ხარჯთაღრიცხვას პორტალზეც დავდებთ.

კომენტარები