28 ივნ 2019
369 Views
პოლიტიკა

საბო: ბახტაძე და გახარია ძალიან სერიოზულ წნეხში არიან

გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე ძალიან სერიოზულ წნეხში არიან - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა ჰერმან საბომ, ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით" განაცხადა. საბომ პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის მედიასთან გამართული გუშინდელი შეხვედრები შეაფასა. ამბობს, რომ გიორგი გახარიას კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონია. 

შეკითხვაზე, ვინ გასცა რაკეტისებრი ტყვიების გამოყენების ბრძანება, გახარიამ თქვა, ამას მნიშვნელობა არ აქვსო. არადა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს - თუ ბრძანება გახარიამ გასცა, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, თუ სხვა ადამიანმა, სხვისი

ჰერმან საბო ინტერესდება, რატომ არ აშორებენ გიორგი გახარიას საგამოძიებო პროცესს დროებით, გამოძიების დასრულებამდე მაინც. საბო "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, თუ უნდა რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ დაემსგავსოს, არც ისე უნდა მოიქცეს როგორც ისინი იქცეოდნენ. 

ხომ ხედავენ რომ აქციაზე მეტი და მეტი ხალხი გამოდის. ნუთუ რამე სახით მაინც არ უნდათ სახის შენარჩუნება? ისეთივე მარგინალიზებულები უნდათ რომ დარჩნენ როგორც 2012 წლის მერე ნაციონალური მოძრაობა იყო? 



კომენტარები