27 ივნ 2019
52 Views
პოლიტიკა

კობერიძე: აქციაზე ვიდგებით, სანამ გახარია არ გადადგება

კონკრეტული ადამიანის პოლიტიკური კარიერა დამთავრდება თუ ის ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რომ ადამიანები, მისი გადაწყვეტილების გამო, ფიზიკურად დაზიანდებიან

- ამის შესახებ "გირჩის" წევრმა ცოტნე კობერიძემ, ყოველდღიურ გადაცემაში, "გირჩის აზრით" ისაუბრა. 

კობერიძემ რუსთაველის გამზირზე, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე აქციები შეაფასა და განაცხადა, რომ შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლა იმდენად პრინციპული ნაბიჯია, რომ აქცია ამ მოთხოვნის შესრულებამდე არ დაიშლება. 

ხელისუფლება შეიძლება დარჩეს, მაგრამ "ტიპი" რომელიც გვესვრის, თანამდებობაზე არ უნდა იყოს. როგორ უნდა დავიშალოთ, როცა ასე ნაგლად არ უშვებენ გახარიას. ამას ბოდიშის მოხდა არ უშველის

მისივე თქმით, "გირჩი"-ს წევრები პარლამენტთან დაგეგმილ აქციას დღესაც, 19:00 საათიდან შეუერთდებიან. რის შემდეგაც აქცია უკვე ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლებს.



კომენტარები