სიახლეები

ჯაფარიძე: თუ მართლა რამის შეცვლა გვინდა, ეს სისტემა უნდა დავანგრიოთ

ის რაც ახლა პარლამენტში ხდება, ეგ ხდება ქართულ სასამართლოში ყოველ დღე, ბევრი წელია, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული

არაფრის საუბარს, არაფრის ახსნას, არაფრის კეთებას აზრი რომ არ აქვს

არანაირი აზრი! 

სისტემამ უკვე გამოიტანა განაჩენი და სისტემის უსახური ჭანჭიკები წინასწარი შეცნობით უბრალოდ მონაწილეობენ სპექტაკლში

ყველა თავის უბადრუკ როლს ასრულებს

საღამოს წავლენ და შვილებს ჩაეხუტებიან

ათწლეულებია ასე იქცევიან და ასე ცხოვრობენ ამ ქვეყანაში მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები

დღეს ამ როლის შესრულება მოუწიათ პარლამენტარებს

ზემოთ ასე გადაწყდა

თუ მართლა რამის შეცვლა გვინდა ამ ქვეყანაში, პოლიტიკური ცვლილებით უბრალოდ სისტემის სათავეში კი არ უნდა შევცვალოთ ხალხი - ეს სისტემა მართლა უნდა დავანგრიოთ!

კომენტარები