გირჩმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

დღეს, გირჩის ყოველდღიურ გადაცემაში „დაუჯერებელი ამბები“ პარტიის ლიდერებმა გუშინდელი შეხვედრა განიხილეს.

ვახომ აღნიშნა, რომ გუშინდელ შეხვედრაზე ფასილიტატორების მხრიდან პოზიცია მკაფიოდ იყო გაჟღერებული, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

მოდით მაგალითი მივცეთ სხვებს, რომ ეს შესაძლებელია და ამ დოკუმენტს ხელის მოვაწეროთ.

მე მინდა, რომ მიშა და ბიძინა შერიგდნენ და ეს ამ პროცესის დასაწყისია.

                                                                                                                                                                                    - თქვა ვახომ.                

ამ პროექტს წარმატება ვუსურვოთ და მინდა რომ ჩვენმა კოლეგებმა ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან მოგვბაძონ და ამ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

ყოველშემთხვევაში ხალხს ეცოდინება, რომ ჩვენ დესტრუქტორი ხალხი არ ვართ და შეთანხმება გვინდოდა.

                                                                                                                                                                            - განაცხადა იაგომ.

ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ თუ ქართული ოცნება ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს და ეს პირობები აღსრულდება, გირჩი სრულად შევა პარლამეტში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდება გირჩი საკუთარ გზას გააგრძელებს.

 

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე 



კომენტარები