სიახლეები

58 Views
ეკონომიკა

მამუკა ხაზარაძე TBCBANK GROUP PLC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს

ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBCBANK GROUP PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. 

მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ხაზარაძე წერს, რომ ის კვლავ აირჩიეს თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია -  აშშ, დიდი ბრიტანეთიდან და კონტინენტური ევროპიდან.

ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენ მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში

წერს ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქზე.

კომენტარები