სიახლეები

107 Views
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია უბარიერო პროპორციულ სისტემაზე

გუშინ მმართველმა პარტიამ საზოგადოებას ყველაზე სამართლიანი საარჩევნო სისტემა შესთავაზა - ამის შესახებ "გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

თუ ვინმეს არ აწყობს უბარიერო პროპორციული სისტემა ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება", სხვა პოლიტიკურ ძალებს კი, თუ ისინი არ არიან სასარგებლო იდიოტები, უნდა ესმოდეთ, რომ ეს მათთვისაც და ამ ქვეყანაშიც პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

ხვიჩიას შეუძლებლად მიაჩნია ოპოზიციური პარტიების იმაში დარწმუნება, რაც მათ ისედაც იციან და როგორც თავად აღნიშნავს, უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობას არიან აყოლილები რომ რუსთაველზე რევოლუციური მუხტი არ დაეცეს.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, დავდო პირობა, რომ დავთანხმდები ნებისმიერ დებატს, ნებისმიერი ფორმატით, იმ ადამიანებთან რომლებიც საწინააღმდეგო აზრზე არიან და პირდაპირ გეუბნებით, რომ მათი დებატები იქნება წაგებული და საზოგადოება მათ სამარცხვინო პოზიციას დაინახავს.

მისივე განცხადებით, აბსურდია იმის თქმა, რომ მსგავსი სისტემით შემდგარი პარლამენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს და იქნება არაეფექტური, რასაც როგორც ვიცით ოპოზიციური სპექტრი ამბობს და მაგალითად ოთხმოცდაათიანი წლების პარლამენტი მოჰყავთ.

მე მინდა გითხრათ, რომ 90-იან წლებში, ჩვენ ყველაზე კარგი პარლამენტები გვყავდა და თუ რამე თავისუფლება გვაქვს შერჩენილი დღეს მაგ პერიოდიდან, როდესაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა საქართველოს პარლამენტის კონტროლი, იმ პერიოდის ხელისუფლებისთვის.

ხვიჩიას განცხადებით, სწორედ იმ სისტემით მოწყობილი პარლამენტის დროს მივიღეთ პირველი კონსტიტუცია, რომელიც ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის თქმით არაეფექტური იქნება და გადაწყვეტილებებეს ვერ მიიღებს.

ოპოზიციური პარტიებისთვის ეს ნიშნავს , რომ დამთავრდება რევოლუციური სცენარების დროს, რამდენ ხმასაც აიღებ იმდენი კაცით ხარ პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ გეყოლება ბელადები და მხოლოდ ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალშიც საქართველოში დავამთავროთ ბელადების მმართველობა, ამიტომ ბელადებს და მათ მხარდამჭერებს არ სურთ უბარიერო პროპორციული სისტების მიღება.

     -აცხადებს იაგო ხვიჩია პორტალ კვირასთან.

 

 

კომენტარები