სიახლეები

181 Views
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

94 ხმით არცერთის წინააღმდეგ, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 

კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში ჩატარდა - სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სესია პროტესტის გამო დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსების გამო მოხსნეს.

 

კომენტარები