სიახლეები

167 Views
პოლიტიკა

ხადური პურის ფასზე: რაც გითხარი, ისევ ეგაა

კონკურენციის სააგენტო პურის გაძვირების მიზეზების შესწავლას განაგრძობს. 

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიმდინარე წლის 18 ივნისს, სამშაბათს, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პროცესი სულ მალე დასრულდებოდა და შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდებოდა ცნობილი, დღეს, ნოდარ ხადური ამბობს, რომ ვითარება არ შეცვლილა და "რაც გვითხრა, ისევ ისაა". 

მისივე განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია მან პარასკევს, 21 ივნისს მოგვაწოდა და ასეთ მოკლე ვადებში, მითუმეტეს შაბათ-კვირას, საკითხის შესწავლა ვერ გაგრძელდებოდა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტო პურის გაძვირების მიზეზებს ექვს თვეზე მეტია შეისწავლის. უწყებას საკითხის შესწავლა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გასული წლის 10 დეკემბერს დაავალა.

კომენტარები