სიახლეები

234 Views
პოლიტიკა

"გავრილოვის ღამეს" დაშავებულებიდან, ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

20 ივნისის, "გავრილოვის ღამეს", აქციის დარბევისას დაშავებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე რჩება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ, ამის შესახებ განცხადება გააკეთა:

ამ დროისთვის იმყოფება 23 პაციენტი სხვადასხვა სტაციონარში.ახლა მიდის საბოლოო გამოკვლევები და უმრავლესობას გაწერენ უახლოეს დღეებში. რჩება ორი პაციენტი მძიმე, რომელიც სტაბილურად მძიმედ არის. რაზეც მიდის სრული მონიტორინგი. გავდივართ სხვადასხვა კონსულტაციას ჩვენს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნაში. გარდა იმ ორი შემთხვევისა, ყველა შემთხვევაში თვალის პრობლემა მოხსნილი გვაქვს

შეგახსენებთ, ორმა დაზარალებულმა, რომელიც ამ ეტაპზეც მძიმედაა, მხედველობა დაკარგა.

კომენტარები