სიახლეები

126 Views
პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე: ჩემს მომავალში გახარიას ადგილი არ არის, ჩემს მომავალში თავისუფალი ადამიანების ადგილია

მე დღეს აქ ვდგავარ ჩემი მომავლისთვის და ჩემს მომავალში გახარიას ადგილი არ არის, ჩემს მომავალში კობახიძის ადგილი არ არის, ჩემს მომავალში არც  ბიძინას ადგილია და არც მიშასი... ჩემს მომავალში თქვენი ადგილია. ჩემს მომავალში არის თავისუფალი ადამიანების ადგილი, ჩემს მომავალში არ არის  მურუსიძის სასამართლოს ადგილი.

ჩემს მომავალში ვერავინ ვერ გაბედავს, რომ როცა აქ რუსეთის ოკუპაციას გავაპროტესტებ, ტყვია მესროლოს და მურუსიძის სასამართლოში წამათრიოს.

მე არ დავიღლები. ტყვია გვესროლეს, არ გავჩერდით, ჩვენ არ დავიღლებით, არ გვჭირდება პოლიტიკოსები, ჩვენს თავისუფლებას ჩვენზე უკეთ ვერავინ დაიცავს. აქედან ვერავინ გაგვიყვანს, სანამ არ დაგვპირდებიან, რომ გახარია წავა.სანამ არ გვეტყვიან, რომ 2020 წელს ჩვენ, თავისუფალი ადამიანები, თავისუფალ არჩევნებში ავირჩევთ ჩვენს წარმომადგენლებს, ჩვენ ჩვენს თავისუფლებას არ დავთმობთ.

გაუმარჯოს თავისუფალ ადამიანს, გაუმარჯოს თავისუფალ გონებას. მადლობა, რომ თავისუფლებას იცავთ, თქვენთვის და ჩემთვის.

პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე, გირჩის წევრი ცოტნე კობერიძე სიტყვით გამოვიდა. ცოტნეს თქმით,აქციები არ დასრულდება მანამ, სანამ იქ მყოფი ადამიანების მოთხოვნები არ შესრულდება ხელისუფლების მიერ. 

კომენტარები