სიახლეები

სასამართლო პროცესი გადაიდო - ვახო მეგრელიშვილი თავისუფალია

ვახო მეგრელიშვილი თბილისის საქალაქო "სასამართლოს" სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს და მისი პროცესი 27 ივნისამდე გადაიდო. სხდომას მოსამართლე ივანე აღნიაშვილი უძღვებოდა. შეგახსენებთ, რომ იგივე მოსამართლემ დღის პირველ ნახევარში რამდენიმე ათეულ ადამიანს 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მეგრელიშვილი ამბობს, რომ დღეს სისტემა გაიჭედა, რადგან ასობით ჩვეულებრივი ადამიანი, რომელთა ნაწილიც ფიზიკურად მოხვდა გარკვეულ ტერიტორიაზე, ციხეში აღმოჩნდა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესი საშიშია თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული უდანაშაულო ადამიანისთვის. 

სისტემა იმდენად ცენტრალიზებულია, რომ ჭკუა არ მოეკითხება და პასუხს არ აგებს. დამნაშავეა სისტემა, რომლებსაც მონებად ყავს ადამიანები, ვინც გუშინ ჩვეულებრივი მოქალაქეები დაიჭირეს და ვისაც საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება არ აქვს. მისი შთაბეჭდილებით, პოლიციის რიგებშიც არიან ადამიანები, ვისაც საერთოდ არ მოსწონს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.   

გირჩის ერთერთი ლიდერი ამბობს, რომ სისტემას არ აქვს ადამიანური მოპყრობის უნარი და თუ რაიმე სიტუაციას ამსუბუქებს, მხოლოდ ისაა, რომ სისტემის თანამშრომლები მაინც ადამიანები არიან და ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია, იმედი ბოლომდე არ გადავიწუროთ. "ეს ხალხიც ისეთივე საშველია, როგორც ისინი, ვისაც სისტემის დავალებით დასდევენ", - აღნიშნავს იგი. 

ვახო მეგრელიშვილის აზრით, ერთადერთი გამოსავალი ძალაუფლების დეკონცენტრაციასა და 2020-ში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაშია, რათა აღარავის მიეცეს აბსოლუტურად ყველაფრის ხელში ჩაგდების საშუალება. 

მუხლები, რითიც ბრალდება მეგრელიშვილს ედავებოდა, იდენტურია: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, შესაბამისად. 

შეგახსენებთ, რომ ვახო მეგრელიშვილი გუშინ, 21 ივნისის დილის 3 საათისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიყვანეს და მან ღამე კრწანისის პოლიციის განყოფილებაში გაატარა. 

კომენტარები