სიახლეები

51 Views
პოლიტიკა

აქციაზე ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი ერთ-ერთი დაზარალებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ გირჩთან საუბრისას, საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა,ლევან ბესელიამ,განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად, რუსთაველის გამზირზე დაშავებული შვიდი ადამიანი იმყოფება თუმცა ცნონილია, რომ იქ გუშინ ოცდარვა დაზარალებული გადაიყვანეს.

ბესელიას განცხადებით, შვიდიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა  მძიმეა და მას თავის ტვინის დაზიანება აღენიშნება. 

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
 

კომენტარები