სიახლეები

52 Views
პოლიტიკა

საპატრიარქო: მიტინგს სახიფათო სახე არამართებული მოწოდებებით მიეცა

საქართველოს საპატრიარქო რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, ხელისუფლების შეცდომას უწოდებს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დოკუმენტში საუბარია გულისტკივილზე, რომელსაც სასულიერო პირები გუშინ, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო გამოთქვამენ. თუმცა აღნიშნულია ისიც რომ მიტინგს სახიფათო სახე, არამართებული მოწოდებებით მიეცა, მოვლენები მყისიერად განვითარდა და პარლამენტის შენობის ძალით დაკავების მცდელობაში გადაიზარდა.

ვფიქრობთ, საჭიროა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძიოს მიზეზები და სათანადო სტრუქტურებმა, მასმედიამ და ექსპერტებმა მიუკერძოებელი შეფასებები გააკეთონ როგორც მომხდართან დაკავშირებით, ისე ზოგად-პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, რათა საზოგადოებას არსებული ვითარების  გააზრების საშუალება მიეცეს, შენარჩუნებულ იქნას მშვიდობა და პროცესებმა სამოქალაქო დაპირისპირების სახე არ მიიღოს

- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები