სიახლეები

49 Views
პოლიტიკა

"სასამართლო" გავრილოვის მოთხოვნას ასრულებს

რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი, სერგეი გავრილოვი მის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

გავრილოვის თქმით, ქართულმა მხარემ რუსული დელეგაციის უსაფრთხოების დაცვა ვერ შეძლო.

თავდასხმის დროს პარლამენტის შენობა დავტოვეთ და სასტუმროში გადასვლა მოგვიხდა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა ბოდიში მოგვიხადა. როდესაც სასტუმროდან გამოვედით, ჩვენზე ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა. სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა ამის პრევენცია ვერ მოახდინა. დამარტყეს, ვფიქრობ, რომ ქართველი სამართალდამცველები და გენერალური პროკურატურა ექსტრემისტების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ. სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ. ჩემი ბაბუა საქართველოში არის დასაფლავებული და ძალიან გული მწყდება, რომ ამ პროვოკაციის გამო, მისი საფლავის მონახულება ვერ შევძელი. მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებას შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი საზოგადოება, მიუხედავად შიდაპოლიტიკური სიტუაციისა, ექსტრემისტებს, რომელებიც ქვეყნის იზოლირებასა და დისკრედიტაციას ცდილობენ, პასუხს გასცემს.

სერგეი გავრილოვმა გუშინ საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებელთა პარლამენტთაშორისი ასამბლეა გახსნა, რასაც პარლამენტშივე პროტესტი მოჰყვა.

დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ "გავრილოვის ღამეს" დაკავებულ 12 ადამიანს 12 დღიანი, ხოლო 5 პიროვნებას 13 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ათობით ადამიანი კი სასამართლო პროცესის გამართვას ელოდება.  

წყარო: http://recorder.ge

კომენტარები