სიახლეები

45 Views
პოლიტიკა

აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი "კონვეიერული წესით" მიმდინარეობს

"გავრილოვის ღამეს" დაკავებულთა სასამართლო პროცესი "კონვეიერის წესით" მიმდინარეობს. 

ახლახანს აქციაზე დაკავებულებს ჩიქვილაძეს, დავითაშვილის, ხაზალიას, ბაჩილავას, აკობიას, გიორგაშვილს, ზოდელავას, დეკანოზიშვილსა და ტაბაღუას მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა, ისევე როგორც მსჯავრდებულთა "პირველ პარტიას", 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

მსჯავრდებულებს კვლავ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წვრილმან ხულიგნობასა და 173-ე მუხლით პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

კომენტარები