სიახლეები

221 Views
პოლიტიკა

აქციაზე დაშავებული ადამიანებიდან ორმა თვალი დაკარგა

პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე ათეულობით ადამიანი დაშავდა. კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკურმა დირექტორმა გიორგი კორძახიამ განაცხადა, რომ დაშავებული 24 პაციენტიდან ოთხ მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, აქედან ორმა თვალი დაკარგა:

ამ ეტაპისთვის შემოსულია 24 პაციენტი, ღამის საათებში. აქედან ოთხს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით.

თბილისში პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტსა და მის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებდნენ. საქართველოს მთავრობამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.

კომენტარები