სიახლეები

43 Views
პოლიტიკა

გავრილოვი პოლიციის კორდონის დახმარებით გაიყვანეს რედისონიდან

სერგეი გავრილოვი პოლიციის კორდონის დახმარებით გაიყვანეს რედისონიდან, სასტუმროსთან მდგომი აქციის მონაწილეები მის საქართველოში ყოფნას აპროტესტებენ.

მანამ, სანამ გავრილოვი არ დატოვებს საქართველოს, არ გავჩერდებით

განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ.

რუსთაველის გამზირის ერთი ნაწილი გადაკეტილია ცალმხრივად. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმართულებით გადაადგილდებიან შეძახილებით - "რუსეთი ოკუპანტია!".

კომენტარები