სიახლეები

81 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: ვიღაცას ჭირდება, რომ ჩვენ არ ვიყოთ ნორმალური ქვეყანა

იაგო ხვიჩიამTV პირველის ეთერში, "თბილისი პრაიდის" გარშემო შექმნილ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ამ ქვეყანაში დაახლოებით ცხოვრობს სექსუალური უმცირესობის 200.000 წარმომადგენელი. ისინი ყოველ დღე დადიან თბილისის ქუჩებში, ისინი არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი მეზობლები, ყველა ვიცნობთ ასეთ ადამიანებს. ამის გამო ნაკლებად წილხვედრი ქვეყანა ვართ?

როგორც ხვიჩია აცხადებს, ეს გარკვეული ტიპის პროვოკაციაა და ვიღაცას ჭირდება, რომ ჩვენ არ ვიყოთ ნორმალური ქვეყანა, არა  "პრაიდის" ჩატარება-არჩატარების გამო, არამედ როგორ ვიქცევით ზოგადად და რას გამოხატავენ "თბილისი პრაიდთან" დაპირისპირებული ძალები.

"ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ჯერ სახელმწიფო ორგანოებს ვთხოვთ, რომ აღკვეთონ ეს ფაქტი - ადამიანების გავლა ერთი წერტილიდან მეორეში და მერე - ფიზიკურად ვუშლით ხელს და გავიძახით, როგორ შეიძლება ეს მოხდესო", - იაგოს თქმით, ამ ყველაფრის ცივილური და ნორმალური საზოგადოების თვალით შეხედვა წარმოუდგენელია. 

როგორც გირჩის ლიდერი აღნიშნავს, არავის აქვს ქრისტიანობის ან ტრადიციების სახელით ძალადობის უფლება.

ჩვენ ახლა, მთელი საზოგადოება, უნდა ვიყოთ მიდრეკილები იმისკენ, რომ სამარცხვინო გავხადოთ, ერთი ადამიანი მეორეს განსხვავებული სექსუალური გემოვნების გამო დასდევდეს.

იაგო ხვიჩიას აზრით, მიმდინარე დაპირისპირებაში ის ფუნდამენტური პრობლემა იჩენს თავს, რომლის მიხედვითაც ეს ადამიანები ითხოვენ ქრისტიანობის სახელით მონობას, ადამიანების დაყოფას უფრო მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან ადამიანებად და ეს ძალიან საშიშია.

კომუნისტებმა პირველად სწორედ გამოხატვის თავისუფლებას დაარტყეს. უმრავლესობები იცვლებიან, ადამიანებს გემოვნება გვეცვლება, ხვალ სხვა იქნება უმრავლესობაში, ზეგ შეიძლება მოვიდეს დრო, რომელშიც უბრალოდ ადამიანებს ნაკლებად დააინტერესებთ რელიგია და ვისაც აინტერესებთ რელიგია, იმ ხალხს რაიმე ავუკრძალოთ? ქუჩაში ხატთან ერთად გადაადგილება  ავუკრძალოთ? ესეც ხომ შეიძლება, ვინმეს არ მოსწონდეს? გამოხატვის თავისუფლებას და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანები და სამწუხაროა, რომ ქრისტიანული საზოგადოებისთვის ამის ახსნა გვიწევს ამ საუკუნეში.

კომენტარები