სიახლეები

176 Views
ციტატები

"ფაშისტები" და "ლიბერალები" ერთი მედლის ორი მხარე აღმოჩნდა

"თბილისი პრაიდთან" დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს "გირჩის" ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ფეისბუქის სტატუსით გამოეხმაურა:

საბოლოო ჯამში ე.წ. "ფაშისტები" და "ლიბერალები" ერთი მედლის ორი მხარე აღმოჩნდა - უბრალოდ, გემოვნებაზე ვერ თანხმდებიან.
ისე არც პირველები არიან "ფაშისტები" და არც უკანასკნელები "ლიბერალები", ორივე იდენტობის პოლიტიკის (თანამედროვე მარქსიზმის) მკეთებელი დაპირისპირებული დაჯგუფებებია.
ეს არის სიმართლე და ბევრს ესმის ეს, თუ ცოტას, მნიშვნელობა არ აქვს, მაინც სიმართლედ დარჩება.

კომენტარები