სიახლეები

29 Views
ციტატები

ხვიჩია: პოლიციას გაკოჭილების დახმარებაში ხელს კომბლეები უშლიან

გასაგები რომ იყოს:

ამხ. ლ. ვასაძე დასაჭერია მაშინ, თუ მის ნათქვამში მყისიერ და რეალურ საფრთხეს დავინახავთ.

რა თქვა რაინდმა?

უნდა შევქმნათ ლეგიონები, რომლებიც იპატრულირებენ ქუჩაში, გამოავლენენ გეებს და საკუთარი ქამრებით გაკოჭავენ მათ.

იქვე დასძინა რომ, თუ ამაში პოლიცია შეუშლის ხელს, მათ კომბლებით შეაკავებენ.

წამით რომ წარმოვიდგინოთ ეს პროცესი: ნამდვილ მამაკაცთა ლეგიონის წევრები, მკლავზე და თავზე წაკრული სხვადასხვა ფერისა და ზომის ზეწრებით, დადიან ქუჩაში, დაჟინებული მზერით ავლენენ ლგბტ ხალხს და საკუთარი ქამრით გაკოჭილს ტოვებენ ქუჩაში.

პოლიციას ძალიან უნდა დაეხმაროს გაკოჭილთ, მაგრამ კომბლეები უშლიან ხელს.

ამ შესაძლო სიუჟეტის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის ლიბერალური ელიტა (სახალხო დამცველიანად) ფიქრობს, რომ ამხ. ვასაძე და მისი უკანონო სამხედრო ფორმირება (გეებს რომ კოჭავენ ქამრით ქუჩაში) სასწრაფო წესით არის დასაკავებელი.

როგორ არ გამეცინოს, არ ვიცი :) 

წერს იაგო ხვიჩია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები