14 ივნ 2019
112 Views
ციტატები

საბო: თუ მართლმადიდებელს აქვს უფლება საჯარო სივრცეში თავისი პოზიცია დააფიქსიროს, ზუსტად იგივე უფლება აქვს გეის

არ არსებობს ექსკლუზიური უფლებები:
არც მართლმადიდებლებისთვის;
არც ლგბტქი+ თემის წევრებისთვის;
არც ცაციებისთვის;

არც მდიდრებისთვის;
არც დამქირავებლებისთვის;
არც დაქირავებულებისთვის;
არც ათეისტებისთვის,
არც მშობლებისთვის.

არსებობს მხოლოდ ადამიანის უფლებები. 

თუ ერთ ადამიანს აქვს რაიმეს უფლება, იმავეს უფლება აქვს ყველა სხვა ადამიანს და vice versa.

თუ მართლმადიდებელს აქვს უფლება საჯარო სივრცეში თავისი პოზიცია დააფიქსიროს, ზუსტად იგივე უფლება აქვს გეის. 

თუ შსს-ს მინისტრი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ამ უფლების დაცვას, იგი გამოსაცვლელია იმ მინისტრით, რომელიც ამას შეძლებს. 

მისი პირადი და ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა ამ უფლების დაცვა ყველასთვის.

ძალადობა უნდა დაისაჯოს ყველა ფორმასა და ყველა ზომაში.

წერს ჰერმან საბო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები  და კონტრაქციის წევრები კანცელარიასთან არიან შეკრებილი.



კომენტარები