3 ივნ 2019
71 Views
განათლება

გირჩის სკოლის მასწავლებლების შერჩევის პროცესი საჯარო იქნება

გირჩის სკოლის მასწავლებლების შერჩევის პროცესი ლაივით იქნება ნაჩვენები მაყურებლისთვის.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა გირჩის ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებაში. მისი განცხადებით, ეს პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და საჯარო :

"გირჩის ტელევიზიაში გავა 2-3 საათიანი ლაივი, სადაც საჯაროდ ვაჩვენებთ,როგორ ვარჩევთ მასწავლებლებს იმ სკოლისთვის, რომელშიც საკუთარი შვილები უნდა შევიყვანოთ.ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ფილტრი, მასწავლებლის არჩევაზე,არცერთ სკოლას არ უყენია ამ ქვეყანაში და ამას ყველა დაინახავს.."

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ასეთივე ღია პროცესი იქნება სასწავლო კურიკულიუმების მომზადება გირჩის სკოლისთვის,რადგან მნიშვნელოვანია, ყველამ ცოცხლად ნახოს რა ისწავლება სკოლაში, როგორ ისწავლება, როგორ არის შედგენილი ცოდნის ბაზა,რა უნარებს გადასცემენ ბავშვებს და ა.შ.

გირჩმა საკუთარი ტელევიზია უკვე გაუშვა ქართულ სამაუწყებლო ეთერში,რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ მაგთის აბონენტებისთვის არის ხელმისაწვდომი, 59-ე არხზე, თუმცა, უახლოეს მომავალში, მას ვიხილავთ სილკTV-ზეც და რეგიონულ საკაბელო სივრცეშიც.



კომენტარები