"გირჩმა" პარტიული სიის პირველი ათეული დაასახელა

30 ივლისს 16:20 საათზე “გირჩმა” პროპორციული საპარლამენტო სიის პირველი ათეული წარადგინა.

პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 15.6 მილიონი GeD (Georgian Dollar) 776 მხარდამჭერი

2. იაგო ხვიჩია - 13 მილიონი GeD (Georgian Dollar) 588 მხარდამჭერი

3. ვახტანგ მეგრელიშვილი - 11.9 მილიონი GeD (Georgian Dollar) 438 მხარდამჭერი

4. ალექსანდრე რაქვიაშვილი - 11.5 მილიონი GeD (Georgian Dollar) 171 მხარდამჭერი

5. ჰერმან საბო - 11.5 მილიონი GeD (Georgian Dollar) 453 მხარდამჭერი

6. ლევან ჯგერენაია - 3.8 მილიონი GeD (Georgian Dollar) 211 მხარდამჭერი

7. ამირან ტორონჯაძე - 2.2 მილიონი GeD (Georgian Dollar) 12 მხარდამჭერი

8. ვახტანგ ზენაიშვილი - 1.7 მილიონი GeD (Georgian Dollar) 40 მხარდამჭერი

9. ალექსანდრე (სანდრო) თარხან-მოურავი - 1.5 მილიონი GeD (Georgian Dollar) 15 მხარდამჭერი

10. გიორგი ლომინაძე - 1.5 მილიონი GeD (Georgian Dollar) 48 მხარდამჭერი 

"დიდი მადლობა ყველას საინტერესო და უნიკალური პროცესი იყო. ბევრი ენერგია, ნერვები და ემოცია დავხარჯეთ, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო.

არ მოვდუნდეთ, წინ კიდევ ბევრი საქმეა"

                                                                                                                                                                      - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

"ჩემი აზრით, ძალიან სწორი და ლოგიკური სიაადა საინტერესო ათეულია, რაც თვალში მოგხვდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ჩაგვეშალა ამ სამ სიას აერთიანებს პირველი და მეათე ადგილი, პირველ ადგილზე სამივე სიაში არის ზურაბ ჯაფარიძე და მეათზე ადგილზე გიორგი ლომინაძე.

ვულოცავ ათეულს გამარჯვებას!" 

                                                                                                                                                                 - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

როგორც იცით, საპარლამენტო პროპორციული სიის წარდგენა 30 ივლისს უნდა ყოფილიყო, თუმცა გაზრდილმა ტრაფიკმა გამოიწვია სისტემური ხარვეზი და მონაცემები პორტალზე გვიან აისახა. რადგან "გირჩს" არ სურდა ამ უნიკაური პროცესის გამჭირვალობაში ვინმეს ეჭვი შეეტანა და დამდგარიყო მისი ლეგიტიმაციის საკითხი, სია 30 ივლისის 19:00 ისევ გაიხსნა. პორტალის წევრებს საკუთარი პრეფერენციების დაფიქსირება დღეს 17:00-მდე შეეძლოთ, რის შემდეგაც სია ჩაიკეტება და მოხდება გადათვლა. 18:00 საათზე კი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პირველი ათეული "გირჩი ტივის" ეთერში წარადგინა. 

შეგახსენებთ, რომ “გირჩის” პარტიული სიის ფორმირების პროცესი უნიკალურია, რადგან მას მხარდამჭერები, “გირჩი”-ს შეიძლება ითქვას აქციონერები აკომპლექტებენ პარტიის ციფრული ფულის, GeD-ის (Georgian Dollar) დახმარებით. 1 ახალი GeD "გირჩის" პორტალზე, ფულადი შემოწირულობისას იქმნება, ან პარტიისთვის გაწეული დახმარებისა, თუ გაკეთებული საქმის შესაბამისად გაიცემა.

ამ ეტაპზე სიის შედგენაში მონაწილეობდა 5000-მდე ადამიანი, რომელებსაც ჯამში 131 მილიონი GeD ჰქონდათ საკუთრებაში. გადანაწილებისას კი - რაც მეტი ჯედი აქვს "გირჩის" წევრს საკუთრებაში, მით უფრო მეტი “წონა” აქვს მის ხმას. ასე რომ, "გირჩის" პარტიული სიის შედგენა მერიტოკრატიულ პრინციპებზე დგას.

30 ივლისიც პარტიას შემთხვევით არ შეურჩევია და ეს სიმბოლური თარიღია. 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

"გირჩი" მადლობას გიხდით გამოცხადებული ნდობისა და მოთმინებისთვის"

                                                                                                                                                                         ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები