ზურაბ ჯაფარიძე

მე მინდა ჩემმა შვილებმა აქ იცხოვრონ.

მანამ, სანამ ვცხოვრობთ საბჭოთა საქართველოში, რომელშიც ადამიანი არის მონა, მე არ შემიძლია შვილებს ვურჩიო აქ დარჩენა. შვილების მონობისთვის გაწირვის სურვილი არ მაქვს.

ამავე დროს, მესმის, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია. ამ ბრძოლაში შეიძლება გაიმარჯვოს მხოლოდ იდეამ; იდეამ, რომელსაც გონებაში ატარებს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი. გამარჯვების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება, თუ ასეთი ადამიანები ბრძოლაში ორგანიზებული არიან რაღაც ფორმით.

ჩემთვის გირჩი ასეთი ადამიანების ერთობაა. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, ჩემი მიზანია პარლამენტში შევიდეს რაც შეიძლება მეტი გირჩი. #გირჩიპარლამენტში ნიშნავს საბჭოთა საქართველოს პოლიტიკური დასასრულის დასაწყისს.



კომენტარები