ზურაბ ჯაფარიძე: თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა დანაშაულის დამალვა, მას მთელი სისტემა ბრმად დაემორჩილება

"zoom-იერი ჯაფარას" ეთერში "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, არსებობს ორი ვერსია, ერთის მხრივ საგამომძიებო ორგანოები არიან არაკომპეტენტურები, რადგან საქმეში უამრავი თეთრი ლაქა არსებობს და მეორე ვარიანტია, რომ ვიღაც ნამდვილად ცდილობს ხელი დააფაროს კონკრეტულ პირს, რათა ის პასუხისმგებლობას აარიდოს. 

ჯაფარიძეს თქმით,  ამ და სხვა საქმეების მთავარი პრობლემაა ისაა, რომ დღევანდელ მართლმსაჯულების სისტემას არ აქვს არანაირი ნდობა. მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, ვინც აკონტროლებს შინაგან საქმეთა მინისტრს- აკონტროლებს ყველაფერს და სამწუხაროდ ქვეყანაში დღეს სწორედ ასეთი რეალობაა. 

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა დანაშაულის დამალვა, მას მთელი სისტემა ბრმად დაემორჩილება, პროკურატურის და სასამართლოს შემთხვევაშიც ზუსტად იგივე მდგომარეობაა.  

ადამიანს, რომ მოუნდეს ამ ქვეყანაში იმისთქმა, რომ თქვას მე არ ვენდობი ამ პროკურორს და არ მინდა მან ჩემი საქმე წაიყვანოს და თქვას, რომ მას უნდა თავად აირჩიოს მისთვის სანდო პროკურორი, მას ამის უფლება არ აქვს. 

                                                                                                                                                  -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით მანამ, სანამ ეს სისტემა არ შეიცვლება მსგავსი საქმეები და პრობლემები სულ იქნება. პასუხისმგებლობა კი, ყოველთვის ზემდგომს ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.  

"გირჩის" ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის შეცვლაა, რაზეც გარკვეული შეთანხმება უკვე მიღწეულია. კერძოდ კი, ოპოზიციურ პარტიებს შორის 17 მარტს გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც ეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ მემორანდუმის 5-ივე პუნქტის განხორციელების შემთხვევაში, სისტემას დასაწყისისთვის რაღაც ტიპის ნდობა მაინც დაუბრუნდება და ისეთი სტიმულები ჩაიდება, რომელიც დროთა განმავლობაში სისტემას გააუმჯობესებს. 

ოპოზიციური პარტიების მემორანდუმი სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                      ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები