ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ 16 მილიონ Ged-ს პორტალის წევრებზე თანაბრად გადაანაწილებს

ამის შესახებ "პოლიტიკური აგორას" ეთერში "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თავის GED-ებს პარტიულ სიაში საკუთარი პოზიციის გასაუმჯობესებლად არ გამოიყენებს და მათ უდიდეს ნაწილს "გირჩის" პორტალზე დარეგისტრირებულ ადამიანებს თანაბრად გადაუნაწილებს.

ჯაფარიძეს ამჟამად აქვს 19.4 მლნ GED, საიდანაც ის თავისთვის მხოლოდ 3.4 მლნ GED-ს დაიტოვებს. რაც შეეხება დანარჩენ  16 მლნ-ს, ეს რაოდენობა თანაბრად გადანაწილდება იმ ადამიანებზე, რომლებიც 15 ივლისის დღის ბოლოსთვის იქნებიან რეგისტრირებული www.girchi.com-ზე.

"გირჩისთვის" ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს შანსი საპარლამენტო პარტიად გახდომის, რაც თავისთავად მეტ შესაძლებლობას გააჩენს, რათა პარტიამ განახორციელოს თავისი და მხარდმაჭერებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებულია იმ კუთხითაც, რომ "გირჩის" პარტიულ სიას პირველად გულშემატკივრები, რომლებიც პორტალზე არიან დარეგისტრირებულები GED-ებით შეადგენენ.

რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს  შეუძლია:

1. მიღებული GED-ებით მხარი დაუჭიროს ნებისმიერ პორტალზე რეგისტრირებულ პოლიტიკოსს და დაეხმაროს მას სიაში ზემოთ აწევაში.

2. შექმნას კოალიცია/ალიანსი სხვა GED-ების მფლობელებთან, მათ შორის 15 ივლისის დღის ბოლომდე პორტალზე დაარეგისტრიროს პოტენციური მხარდამჭერები, რომლებიც ასევე მიიღებენ ჯაფარიძის GED-ებს და გაერთიანებული ძალებით სცადოს რომელიმე პოლიტიკოსის სიაში ზემოთ აწევა.

3. თავად მონიშნოს რომ სურს პოლიტიკოსობა და სცადოს პორტალზე რეგისტრირებული ადამიანების მხარდაჭერის მოპოვება.

ვისაც რისი შეცვლა გინდათ, გირჩში თუ ქვეყანაში და კარგია, რომ რაღაცეების შეცვლა გინდათ აქაც და იქაც - ახლა და აქ არის შანსი. არასოდეს, არც ერთ პარტიას საქართველოში არ უცდია სიის ასეთი საჯარო და გამჭვირვალე პროცესით შედგენა.

                                                                                                                                      -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

შეგახენებთ, რომ 30 ივლისს ზუსტად 16:20 (420) "გირჩი" პარტიულ სიას წარადგენს. ეს სიმბოლური თარიღია. 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

ამ ეტაპზე "გირჩის" პორტალზე დარეგისტრირებულია 4000 ადამიანი. პორტალზე რეგისტრაციითვის დააჭირეთ ამ ბმულს. 

                                                                                                                                                             ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები