"გირჩს" საკონსტიტუციოში დეპუტატთა შარდის სიწმინდის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

"გირჩს" საკონსტიტუციო სასამრთლოში დეპუტატთა შარდის სიწმინდის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. პარტიამ თავის წარმომადგენლად იურისტი და "გირჩის" პოლიტიკოსი ლევან ჯგერენაია აირჩია. 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი კანონმდებლობით პარლამენტის წევრობის მსურველები ვალდებულები არიან "ცესკო"-ში რეგისტრაციისთვის წარადგინონ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. 

პარლამენტის წევრს ირჩევს ხალხი, ხალხისგან აქვს მას ლეგიტიმაცია და არ შეიძლება დეპუტატობის კანდიდატს დაუწესდეს ასეთი აბსურდული და დამამცირებელი მოთხოვნა. ადამიანები თვითონ წყვეტენ, ვინ იმსახურებს პარლამენტში ყოფნას და ვინ არა.

                                                                                                                                                         -მიიჩნევს ლევან ჯგერენაია.

მე არ მგონია, რომ საქართველოს დეპუტატებს, ჩვენ უნდა მოვაფსმევინოთ და მერე თუ არ მოგვეწონება ამის შედეგები ავუკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არ შეიძლება იყოს კონსტიტუციური. 

                                                                                                                                                               -თვლის იაგო ხვიჩია.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას ესმის, რომ "გირჩი" საკონსტიტუციო სასამართლოს უხერხულ ამბავზე მიმართვას,  მაგრამ მათი დახმარება ამ სამარცხვინო პროცედურის გასაუქმებლად აუცილებელია, რადგან არჩევითი თანამდებობის პირს  მსგავსი შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეს. ხვიჩიას საკონსტიტუციო სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების იმედი აქვს, რასაც მას მარიხუანის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება აძლევს. მისივე თქმით, ეს ნორმა ჩარჩენილია კანონმდებლობაში, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება არ ცვლის.

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ასევე ყველა პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რადგან მისი აზრით, ამ ნორმის ცვლილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ნორმალურ და ადამიანურ პირობებში ჩატარებას ხელს შეუწყობს.

მე, რომ ჩაქცეული ნარკომანი ვიყო და ერთი თვით ადრე შევწყვიტო მოხმარება, ჩემი ანალიზები სუფთა იქნება და მოვხვდები პარლამენტში.  

                                                                                                                                                             -განაცხადა ჰერმან საბომ.

მისივე თქმით, ეს ნორმა, რომ პარლამენტის დეპუტატის შარდი "ბავშვის შარდივით სუფთა" უნდა იყოს, არც მორალური, არც სამართლებრივი, არც ტექნიკური მხრიდან არანაირი შინაარსი არ გააჩნია. 

შეგახენებთ, რომ 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

                                                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები