"გირჩის" საარჩევნო სიაში მატებაა

ცოტნე კობერიძემ  "პოლიტიკური აგორას" ეთერში თავის რჩეულ პოლიტიკოსად ალექსანდრე რაქვიაშვილი დაასახელა. "გირჩის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დღეიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს.

იქედან გამომდინარე, რომ პოლიტიკოსები ძირითადად ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძვიან, რაქვიაშვილი თავის თავს პოლიტიკაში ვერ ხედავდა. ჰორიზონტზე "გირჩის" გამოჩენის შემდეგ, რომელიც  სტანდარტული პოლიტიკური პარტია არ არის და რომლის მიზანიც არა ძალაუფლების მოპოვება, არამედ მეტი თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სწორედ ამ მიზეზით მან გადაწყვიტა საარჩევნო მარათონში ჩართულიყო.

რაქვიაშვილს იმედი აქვს, რომ მასთან ერთდ "გირჩი" ამ არჩევნებზე უკეთესი შედეგის დადებას მოახერხებს და მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პოლიგონი კარგ შესაძლებლობას იძლევა - მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ. 

პოლიტიკოსის მთავარი პოლიტიკური მიზანი ეროვნული ბანკის გაუქმებაა, რადგან მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამ სტრუქტურის არ არსებობის შემთხვევაში, უფრო მდიდარი იქნებოდა. ეკონომისტმა მაგალითად, წინა წლის ინფლაციის სტატისტიკა მოიყვანა, რამაც 7% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ფასები დაახლოებით 7%-ით გაიზარდა და ამ პირობებში ხელისუფლების გარდა ყველა გაღარიბდა. 

მისივე თქმით, ქვეყანაში მულტისავალუტო სისტემის არსებობის შემთხვევაში, ვეღარავინ მოახერხებს ფულის მხოლოდ სათავისოდ გამოყენებას და მყარი ვალუტა იქნება ის, რომელსაც სანდოდ მოსახლეობა და არა რომელიმე ექსპერტი ჩათვლის. რაქვიაშვილი თვლის, რომ სწორედ ეს იქნება ის თავისუფლება, რომელსაც ჩვენი გამდიდრება მოჰყვება. ასევე მსგავს კონკურენტულ პირობებში ეროვნული ბანკების მმართველებს ყოველთვის ექნებათ შესაძლებობა დაამტკიცონ, რომ ლარი უკეთესია. 

მე ამ კამპანიას გამოვიყენებ იმისათვის, რომ ხალხს ავუხსნა რა საშინელებაა ეროვნული ბანკი და რა ზარალი მოაქვს მას, რაც დღეს მოსახლეობისა 99%-მა  არ იცის.

                                                                                           -განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა "გირჩი ტივის" ეთერში.

მისი მოსაზრება ვრცლად ეროვნული ბანკის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ასევე, უყურეთ სანდროს და საბოს "გირჩი ტივიზე" ყოველ ოთხშაბათს, ოთხ საათზე გადაცემაში "საღი აზრის მონოპოლია".

შეგახენებთ, რომ 30 ივლისს ზუსტად 16:20 (420) "გირჩი" პარტიულ სიას წარადგენს. ეს სიმბოლური თარიღია. 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

                                                                                                                                                         ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები