სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე ოზურგეთში მხარდამჭერებს ხვდება

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პირველ რეგიონალურ შეხვედრას ამ წუთებში გურიაში, კერძოდ კი ოზურგეთში მართავს. შეხვედრებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც "გირჩს" გულშემატკივრობს, უბრალოდ პოლიტიკოსის გაცნობა სურს ან, რომელიმე საკითხზე ჯაფარიძეს პოზიცია აინტერესებს.

შეგახსენებთ, რომ "გირჩისთვის" ეს პირველი გასვლაა რეგიონებში, რომლის მიზანიც ქვეყნის მასშტაბით პარტიის გულშემატკივრების გაცნობა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების მოძიებაა.

შემდეგი შეხვედრა ხვალ, 23 ივნისს 12:00 - ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სკვერში, ნოდარ დუმბაძის ქუჩაზეა დაგეგმილი.

                                                                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე.

კომენტარები