გიგი თევზაძე: პოლიტიკოსები იბრძვიან, რომ ცოტა ხნით გახდნენ სახელმწიფოს მესაკუთრეები

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" ყოფილმა რექტორმა გიგი თევზაძემ, "თავისუფალი ბაზრის" ეთერში ისაუბრა თემაზე, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა. მისი თქმით, დღევანდელი განათლების სისტემა საბჭოთა კავშირისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება. 

ქვეყნის დრექტორობა ყველას უნდა,  თევზაძე მიიჩნევს, რომ როდესაც "გამოცდების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელს მინისტრი ნიშნავს და ხსნის, საჯაროებაზე საუბარიც კი არ შეიძლება, რომ იყოს. მისივე თქმით, განათლების სისტემის ისევე, როგორც ქვეყნის მთავარი პრობლემა ისაა, რომ "პოლიტიკოსები იბრძვიან, რომ ცოტა ხნით გახდნენ სახელმწიფოს მესაკუთრეები". მათ ხელში არის უზარმაზარი სახელმწიფო საკუთრება როგორიცაა, უნივერსიტეტები, სასამართლო, პოლიცია და სხვა. 

ზოგისთვის მიზანი ფულის კეთებაა, ვიღაცას შეიძლება მართლა კარგი საქმის გაკეთება უნდა, მათ ერთი რამ დირექტორობის სურვილი აერთიანებთ.

                                                                                                               -განაცხადა გიგი თევზაძემ "გირჩი ტივის" ეთერში.

თევზაძე გამოსავალს მთლიანი სიტემის დეცენტრლიზებაში და რადიკალურ რეფორმაში ხედავს, რადგან თვლის, რომ მხოლოდ სკოლის გათვითმართველობით არაფერი შეიცვლება. ქვეყანაში არჩევითი უნდა იყოს სასამართლო სისტემა, პოლიცია, სკოლა და ა.შ.

მას მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ, მივიღებთ კარგ სკოლას, რომელიც ეკუთვნის მშობელს და დეცენტრალიზებულ სისტემაში შეუძლებელი იქნება, კერძო სკოლას სახელმწიფო აკონტროლებდეს.    

                                                                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე                                                                                                                                                                                            



კომენტარები