სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე 19 ივნისიდან რეგიონებში გასვლას აპირებს

ზურაბ ჯაფარიძე 19 ივნისიდან რეგიონებში გასვლას აპირებს, ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა "პოლიტიკური აგორას" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 19 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში, ის  შეხვედრებს  გურიაში, აჭარაში და შესაძლოა ფოთში ჩაატარებს, სადაც მხარდამჭერებს და "გირჩით" დაინტერესებულ ადამიანებს შეხვდება. ჯაფარიძე თვლის, რომ ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტი მნიშვნელოვანია. ასევე იმისათვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, "გირჩის" ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს საჭიროა, რომ პარტიას დამკვირვებლები ჰყავდეს.

მნიშვნელოვანია, რომ პარტიას რაც შეიძლბა მეტი ადამიანი ჰყავდეს, ვინც გირჩის ბიულეტენებს და ამომრჩეველთა ხმებს დაიცავს. 

                                                                                                                                -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ "გირჩს" ქვეყანაში არსებული პარტიებისგან განსხვავებული წინასაარჩევნო მიდგომა აქვს, რადგან პარტიას კოორდინატორები არ ჰყავს, შესაბამისად შეხვედრებზე ამომრჩევლის წინასწარი მობილიზება არ ხდება. ასევე "გირჩის" პოლიტიკოსები მთლიანად მხარდამჭერების დაფინანსებაზე არიან, რაც საქართველოსთვის პირველი პრეცენდენტია. რაც შეეხება პარტიული სიის ფორმირებას, მასაც მხარდამჭერები Ged-ების ("გირჩის" კრიპტოვალუტა) საშუალებით დააფორმირებენ. 

                                                                                                                                          ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები