"გირჩის" პოლიტიკური სკოლის მესამე გამოშვება

31 მაისს "გირჩის" პოლიტიკური სკოლის მესამე ნაკადმა წარმატებით დაასრულა სწავლა. 10 კვირის მანძილზე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი სკოლის მსმენელებთან ეკონომიკურ თეორიაზე საუბრობდა. მიზანი - ეკონომიკის საფუძვლების მარტივი და გასაგები ენით ახსნა იყო. სულ კურსი სამი მოდულისგან შედგებოდა, რომლებიც ეკონომიკური თეორიის ძირითად საკითხებს ფარავს. კურსი პოლიტიკური დებატებით დასრულდა, სადაც ახალი ნაკადის სტუდენტები ლიბერტარიანულ იდეებს იცავდნენ, ხოლო წინა წლის კურსდამთავრებულები და ლექტორი მათ საწინააღმდეგოდ, მემარცხენე პოლიტიკოსების როლს თამაშობდნენ.

                                                                                                                         



კომენტარები