ზურაბ ჯაფარიძე: ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი, ოპოზიციის სახლში გამოკეტვაა

"გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას "რეაქციის" ეთერში, იმ ახალ კანონპროექტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეეძლება გარკვეული შეზღუდვების დაწესება.

ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის შემოღების მიზანი დაპანიკებული საზოგადოების კიდევ უფრო დაზაფვრა იყო, შემდეგ კი მათ სენტიმენტებზე თამაში. რის შემდგომაც მთავრობა მოსახლეობას მხსნელად მოევლინებოდა, როგორც ვირუსის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი. 

"გირჩის" ლიდერის თქმით, ახალი კანონპროეტით ხელისუფლებას სურს, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ადამიანის უფლებები შეზღუდვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამ კანონპროექტის მთავარ მიზნად ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის სახლში გამოკეტვას მიიჩნევს, იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ"  ამ პერიოდში წინასაარჩევნო კამპანია თავისუფლად წარმართოს. რასაც მისი აზრით, ხელისუფლება უკვე აკეთებს და არანაირი ანტიკრიზისული გეგმა არ არსებობს.

 ეს ფულის გადანაწილების გეგმაა, რომელიც ამომრჩევლის კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი. თუ ხელისუფლებას მართლა სურს, რომ ეკონომიკას დაეხმაროს, მაშინ გადასახადები უნდა დაწიოს. რეალური ნაბიჯების გადადგმას  წლებზე გაწერილი გეგმა კი არა, არამედ მოქმედება სჭირდება.

                                                                                        -განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში ზურაბ ჯაფარიძემ.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები