გიორგი მელაძე: ხელისუფლებას, სიტუაციის სათავისოდ გამოყენების საშუალება  არ უნდა მივცეთ

"ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის" პროფესორმა, გიორგი მელაძემ, "პოლიტიკური აგორას" ეთერში საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმის მიზეზი, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი არ არის, საზოგადოების მიერ ქცევის წესების ცვლილების დამსახურებაა და არა ხელისუფლების მიერ გატარებული ღონსძიებების.

მელაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა არაგონივრულია. კომენდანტის საათს, ისევე როგორც ოჯახის წევრების ერთ მანქანაში ჩასხდომის აკრძალვასა, და ვირუსს შორის კავშირს პროფესორი ვერ ხედავს.

ის "გირჩის" მიერ ჩატარებულ აქცია-სეირნობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  რაც იქ მოხდა, თვითნებობის კლასიკური მაგალითი იყო. "იმავე ლოგიკით "Zoom"-ში 15 ადამიანის ყოფნაც დასჯადი უნდა იყოს"-განაცხადა მელაძემ. 

მისივე თქმით, საზოგადოება დაბნეულია, რის გამოც პროტესტს არ გამოხატავენ. პროფესორი აცხადებს, რომ  რეალობას, რომ ვირუსი არ გაქრება, თვალებში უნდა ჩავხედოთ და  ხელისუფლებას, სიტუაციის სათავისოდ გამოყენების საშუალება  არ უნდა მივცეთ. 

მელაძე თვლის, რომ 22 მაისის მერე არსებითად არაფერი შეიცვლება. მისი აზრით, აქტივიზმი შეიძლება გამარტივდეს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, საზოგადოეაბაში პროტესტის განცდა გამძაფრდეს.

 შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, "გირჩის" მიერ 23 აპრილს ჩატარებულ აქცია-სეირნობაზე, 40-მდე ადამიანი 3000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო 3 პირი დააკავეს.მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც  წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.7 მაისს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა საქმეზე განაჩენი გამოიტანა და ბრალდებულებს 1000 ლარიანი ჯარიმების გადახდა დაეკისრათ.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები