სიახლეები

ამ წუთებში მარნეულის ჩაკეტვასთან დაკავშირებით "გირჩის" სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ წუთებში "გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ" საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

"გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მარნეულის ჩაკეტვის გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად  ცნობის მოთხოვნის შესახებ შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კომენდანტის საათის პირობებში არაერთი ადამიანი დააჯარიმეს.

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები