სიახლეები

120 Views
პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს მთავრობა ყალბი ანგარიშებით მანიპულირებს

"პოლიტიკური აგორას" ეთერში, პარლამენტის წვრი, თამარ ჩუგოშვილი, Facebook-ის  მხრიდან ხელისუფლების და ოპოზიციის ყალბი ანგარიშების გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ Facebook პოლიტიკური მიზნებისთვის ქსელის გამოყენების საკითხით დაინტერესდა.მისივე თქმით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყალბი ანგარიშების რაოდენობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მანიპულატორი ქვეყანა გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი ყალბი ანგარიშების რაოდენობა, ოპოზიციისას საგრძნობლად აღემატება. "საქართველოს მთავრობა, მსგავსი მანიპულაციებით რუსეთის ხელისუფლებისავით მოქმედებს"-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები