თამარ ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების ვადა ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული

პარლამენტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა, "გირჩი ტივის" ეთერში საპარლამენტო არჩევნების წესის ცვლილებაზე და მის ვადებზე ისაუბრა.მისი თქმით, 21 მაისს  საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემთხვევაში, შესაძლებელია საყოველთაო სახალხო განხილვის დაწყება, რომელიც ერთი თვე გრძელდება.

ჩუგოშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების 40-45 დღეში დამტკიცება. 

                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები