ვახო მეგრელიშვილი: კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსის მატარებელ მოსახლეობის ნაწილზე მეტს, ის უკვე მოხდილი აქვს

"გირჩის" წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა, "თავისუფალი ბაზრის" ეთერში კორონავირუსზე ისაუბრა.მისი თქმით, თავიდან ვირუსის შესახებ, იმის გარდა, რომ ის ჩინეთიდან წამოვიდა არაფერი ვიცოდით.

ჩინეთი კი, როგორც აღმოჩნდა რაღაც პერიოდის განმავლობაში ვირუსის შესახებ ინფორმაციას მალავდა.ხოლო მას შემდეგ რაც მათ ვირუსის შესახებ განაცხადეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოს უთხრა, რომ საშიშროება არ არსებობდა.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, მსოფლიო ვირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის მააჩვენებელზე, სწორედ კომუნისტური ჩინეთის მონაცემებს დაეყრდნო. "გირჩის" წევრი მიიჩნევს, რომ ამ მონაცემების სიზუსტეში მსოფლიოს თავიდანვე ეჭვი უნდა შეეტანა, თუმცა ასე არ მოხდა.

ჩინეთმა 11 მილიონიანი ვუჰანი, ფაქტობირივად ციხედ გადააქცია.ამავდროულად ქალაქებს შორის მიმოსვლა აკრძალა, თუმცა საერთაშორისო ფრენები მაინც ხორციელდებოდა.

                                                                                                                                     -აცხადებს მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, შემდეგ იტალიის მაგალითი იყო, სადაც სიკვდილიანობამ ისევ ჩინეთის მაჩვენებელზე დაყრდნობით, 10%-ს გადააჭარბა. სხვადასხვა კვლევებმა სიკვდილიანობის მოსალოდნელი უდიდესი მაჩვენებლები დაასახლეს, რამაც მსოფლიო შეშალა. პანიკაში ჩავარდნილმა სახელმწიფოებმა კი, ამ დროს მასობრივი ჩაკეტვები დაიწყეს.

იგივე მოხდა საქართველოშიც და იმ ოპოზიციამ, რომელიც კორონავირუსამდე  ხელისუფლებას ელჩების შუამავლობით ესაუბრობდა, მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას.

"გირჩის" წევრი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ადამიანებს  ბევრი დრო გამოუჩნდათ, რამაც მათ საშუალება მისცა ვირუსის შესახებ  სხვადასხვა ინფორმაციას  გაცნობოდნენ.

აპრილის მეორე ნახევარში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ანტისხეულები აღმოაჩნდა.ამავე კვლევების თანახმად,  ვირუსის მატარებელ მოსახლეობის ნაწილზე მეტს, ის უკვე მოხდილი აქვს.

ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ვისური ქრონიკული დაავადების მქონე და ასაკოვანი ადამიანებისთვის იყო საშიში.ამიტომ მთავარი საზრუნავი უნდა ყოფილიყო ის, რომ არ მოხდარიყო ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა.

                                                                                  -განაცხადა "გირჩი ტივის" ეთერში, ვახო მეგრელიშვილმა.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები