"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, კანცელარიის თანამშრომლებს თერმოსკრინინგი ჩაუტარა.
"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან თეთრი ხალათით და პირბადით მივიდა, რათა თანამშრომლებისთვის სიცხე გაეზომა.
11 კაცი თქვენთვის დილის 9 საათიდან მუშაობს, ტემპერატურა არავის დაუდასტურდა. პანდემია ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან ამ შენობაში ხალხს არ სძინავს და ზრუნავენ ჩვენზე.
-განაცხადა ჯაფარიძემ.
მან ასევე სამოქალაქო აქტვისტებს მოუწოდა, რომ კარგი იქნებოდა თერმოსკრინინგში ისინიც თუ ჩაერთვებოდნენ."ასე გვეცოდინება, რომ ყველანი დაცულები ვართ"-აღნიშნა "გირჩის" ლიდერმა.
ავტორი: პოლინა აბზიანიძე