ვახტანგ ზენაიშვილი: თუ "გირჩი" პარლამენტში ფრაქციას შექმნის, ეს მსოფლიო დონის გამარჯვება იქნება

"პოლიტიკური აგორის" ეთერში, "გირჩის" პოლიტიკოსმა ვახტანგ ზენაიშვილმა საგანგებო მდგომარეობაზე და "გირჩზე" ისაუბრა.

მისი თქმით, კორონავირუსმა გურიაზე, ისევე როგორც სხვა რეგიონებზე დიდი გავლენა ჰპოვა.პირველ რიგში კი, ეკონომიკა და ადამიანების ყოფითი მდგომარეობა დააზიანა.მისივე თქმით, იმის გამო რომ სოფლებს შორის მანძილი დიდია, მოსახლეობას გადაადგილების სერიოზული პრობლემა აქვს.

 ეს კომენდანტის საათი ხომ,  სრული ანომალიაა.მე წინააღმდეგი ვიყავი შეზღუდვების და საგანგებო მდგომარეობის შემოღების.

                                                                                                                                     -აცხადებს "გირჩის" წევრი.

მისივე თქმით, იმ ადამიანებში გაჩნდა ვისაც მცირე ბიზნესი ჰქონდა, პროტესტის გრძნობა თავიდანვე გაჩნდა.დღეს კი ეს გრძნობა გაღვივდა, რადგანაც ადამიანებმა დაინახეს, რომ ისეთი საშიშროება არ არსებობს, როგორსაც მთავრობა წარმოგვიდგენს.

ზენაიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერას საგანგებო მდგომარეობის შემოღებისთვის, სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს."ისინი, მთავრობას ამ თამაშში არ უნდა აყოლოდნენ."გირჩს" ამ უაზრო არაფრის მომტანი აკრძალვების მიმართ, თავიდანვე სწორი პოზიცია ჰქონდა."მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს ჩაკეტვებით, ჯოგური იმუნიტეტის ჩამოყალიბების პროცესი გაახანგრძლივოს.ასევე ეს მათ საშუალებას აძლევს, არჩევნები მაშინ ჩაატარონ, როდესაც ეს მათთვის ხელსაყრელი იქნება.

მთავრობა ამ პერიოდში მიტაცებული უფლებების დატოვებას შეეცდება, რადგანაც ისინი  ბერკეტების თავიანთ ხელში დატოვებას აპირებენ, რადგანაც მათ საზოგადოების კონტროლი სჭირდებათ. 

                                                                                                                                        -აცხადებს პოლიტიკოსი.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, ზენაიშვილი თვლის, რომ "გირჩმა" იმ პარტიებთან, რომელთანაც ხელშესახები წერტილი აქვს, მათთან უნდა ითანამშრომლოს.მისივე თქმით "გირჩს" მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეები აქვს და პარტიის წევრებს ამ იდეების გულწრფელად სწამთ."მე მართლა მჯერა, რომ ვისაც სწამს მისი იდეები აუცილებლად მატერიალიზდება"-ამბობს პოლიტიკოსი.

თუ "გირჩი" პარლამენტში ფრაქციას შექმნის, ეს მსოფლიო დონის გამარჯვება იქნება.ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც თავისუფალ ღირებულებებზე ორიენტირებული პარტია, საყოველთაო მემარცხენეობის ზეობის პერიოდში, წარმატებას აღწევს.

                                                                                   -განაცხადა "გირჩი ტივის" ეთერში, ვახტანგ ზეინაშვილმა.

                                                                                                                                ავტორი : პოლინა აბზიანიძე



კომენტარები