"გირჩის" აქციაზე დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი 4 მაისამდე გადაიდო
''გირჩის" მიერ, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მოთხოვნით ჩატარებულ აქციაზე, დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი, მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა 4 მაისამდე გადადო.
დაკავებულ 3 პირს: მაგდა დიაკონიძეს,თამარ ლატარიას და ირაკლი ბელქანიას, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით წარედგინათ, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ წვრილმანი ხულიგნობა სასჯელის სახით 500-დან 1000-ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ითვალისწინებს.რაც შეეხება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ჯარიმა 1000-დან 4000 ლარამდეა, ან პატიმრობა ასევე 15 დღემდე.
ავტორი: პოლინა აბზიანიძე