სიახლეები

საპატრულო პოლიციამ ''გირჩის'' მიერ ჩატარებული აქციის მონაწილეები განყოფილებაში გადაიყვანა

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ''გირჩის'' მიერ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით  აქცია-სეირნობის მსვლელობის დროს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მივიდნენ და მასიურად დაიწყეს ხალხის დაჯარიმება მონაწილეების განყოფილებაში გადაყვანა.

დაჯარიმებულ და განყოფილებაში გადაყვანილ პირებს შორის არიან როგორც ''გირჩის" წევრები ასევე აქცია-სეირნობის მშვიდობიანი მონაწილეები.

''გირჩის'' ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციას უსამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება უწევს.მან ასევე აღნიშნა, რომ ''გირჩი'' ამ აქციით ყველა მოქალაქის სახელით აპროტესტებს, იმ უსამართლობას რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ ჯარიმის დასაწერად მაგიდა არ ჰქონდათ, რის გამოც იძულებულები გახდნენ მონაწილეები განყოფილებაში გადაეყვანათ.პოლიციის თანამშრომლებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ საუბრის უფლება არ აქვთ და განმარტებებისთვის ''შსს''-ს მიმართონ.

აქცია-სერინობის დროს ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში გადაყვანილები არიან: ზურაბ ჯაფარიძე, ვახო მეგრელიშვილი, ლევან ჯგერენაია და ვიტალი გეგუჩია.

შეგახსენებთ, რომ ''გირჩი'' აქცია-სეირნობით საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას და რიგი შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდა.

1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება
2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა
3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა
4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა
5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა
6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა
7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა
8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა
9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა
10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გაუქმება.

                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები