რატომ არის "კორონა ომი" -"ომის სოციალიზმის" ანალოგი?

ყველაზე რთულ პერიოდებში, როდესაც ხალხის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და შიში ჩნდება, ადამიანები საკუთარ თავისუფლებას დიდი მონდომებით გადასცემენ ხოლმე სახელმწიფოს. ბევრს სურს, რომ მთავრობამ აიღოს კონტროლი მათ ცხოვრებაზე, რადგან ფიქრობენ, რომ ეს უკეთესი იქნება მათთვის.

ლუდვიგ ფონ მიზესმა ვრცლად დაწერა იმ მცდარი რწმენის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საგანგებო სიტუაციაში, სახელმწიფომ უნდა აიღოს კონტროლი ეკონომიკაზე, რადგან საბაზრო ეკონომიკა ,სავარაუდოდ, ამას ვერ ახერხებს. მიზესი ამ თემას ეხებოდა თავის ნაწერებში „ომის სოციალიზმის“ შესახებ.

„ადამიანთა ქცევაში“ (Human Actions) მიზესი წერს  იმ არგუმენტაციაზე, თუ რას ასახელებენ  სახელმწიფო დაგეგმვის უპირატესობად:

„როგორც სოციალისტები და ინტერვენციონისტები ამბობენ, საბაზრო ეკონომიკა საუკეთესო სისტემაა, რომლის მიმართ ტოლერანტულები მხოლოდ მშვიდობის დროს შეიძლება ვიყოთ, ხოლო ომის პირობებში ამგვარი გულგრილობა დაუშვებელია. ეს საფრთხეს შეუქმნის ერის სასიცოცხლო ინტერესებს, მხოლოდ გამონაკლისთა, კაპიტალისტებისა და მეწარმეების ეგოისტური ინტერესების სასარგებლოდ. ომი და ნებისმიერი თანამედროვე ტოტალური ომი, ყოველმხრივ მოითხოვს მთავრობის კონტროლს ბიზნესზე. ” (1998, გვ. 821).

„ერი, სახელმწიფო და ეკონომიკაში“(Nation, State and Economy)  მიზესი ანალოგიურად აღნიშნავს:

"ეგრეთ წოდებული „ომის სოციალიზმი“ (war socialism) განიხილებოდა, როგორც საკმარისად არგუმენტირებული და გამართლებული, განსაკუთრებით ომისგან გამოწვეული საგანგებო სიტუაციით. ანუ, ომის დროს, არაადეკვატურად თავისუფალი ეკონომიკა, სავარაუდოდ, აღარ უნდა ყოფილიყო დაშვებული;  მისი ადგილი კი უნდა ჩაენაცვლებინა უფრო სრულყოფილ, ადმინისტრირებულ ეკონომიკას."(2006, გვ. 117).

გასაოცარი მსგავსებაა „ომის სოციალიზმის“ სასარგებლოდ მსჯელობასა და იმ არგუმენტებს შორის, რომლებსაც იყენებენ კორონავირუსის საგანგებო სიტუაციის დროს. დღეს სწორედ საომარი რიტორიკა ჭარბობს. 

ემანუელ მაკრონმა მკაფიოდ თქვა, "ჩვენ ომში ვართ" და ისევე როგორც ესპანეთში, სამხედროები გაგზავნა ქუჩებში. არც აშშ-ის პრეზიდენტი აკლებს, დონალდ ტრამპიც ანალოგიურად საუბრობს "ჩვენს დიდ ომზე" და იძახებს საომარ ავტორიტეტს თავდაცვის წარმოების აქტის განსახორციელებლად. მთელი ეს დრო, ჩვენ გვესმის ლოზუნგი -"ჩვენ ერთად ვართ".(We are in this together).

მიზესი დეტალურად განიხილავს, როგორი იყო გერმანიის „ომის სოციალიზმი“ პირველი მსოფლიო ომის დროს. იგი აღნიშნავს, რომ იმპერატორმა ვილჰელმ II-მ, ძირითადად, დაკარგა ყველანაირი ძალაუფლება გენერალურ შტაბთან. გენერალი ლუდენდორფი „გახდა თითქმის ყოვლისშემძლე დიქტატორი“, - ის განმარტავს ყოვლისშემძლე, ყველაფერზე წამსვლელ მთავრობას (1985, გვ. 42) და ყველაფერს დაუქვემდებარებს მცდელობებს ომის მოსაგებად.

მიჩნეული იყო, რომ ომის მოგება ეს იყო მიზანი, რომლის მიღწევა მხოლოდ ძალაუფლების ცენტრალიზაციით შეიძლება. ეს ძალაუფლება კი მიენიჭათ სამხედროებს. ყოველივე ამის შემდეგ, სამხედრო საკითხებში ისინი იყვნენ ექსპერტები. 

დღეს, ჩვენ სწორედ „ექსპერტების ტირანიის“ წინაშე ვდგავართ, (უილიამ ისტერლისგან ვისესხოთ ეს ტერმინი). გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას რაც ეხება, უზარმაზარი ძალაუფლებაა ექიმების ხელში, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ენტონი ფაუჩი აშშ – ში ან გერმანიაში კრისტიან დროსტენი. ეს ექსპერტები ურჩევენ მთავრობას, რა უნდა გააკეთონ - მაგალითად, შეკრებების რომელი ზომა აიკრძალება (1000, 100 თუ 3 ადამიანის ღონისძიების),  რამდენი ხნით უნდა დაიკეტოს ეკონომიკა, სავალდებულო გახდეს თუ არა ნიღბების ტარება და ა.შ. პოლიტიკოსები ექიმების რჩევებს მისდევენ და ყოველივე ამის შემდეგ, ისინიც "ექსპერტები" ხდებიან.

ომის სოციალიზმთან მსგავსება აქ არ მთავრდება. მართლაც, სხვადასხვა ხარისხით, ჩვენ ვხვდებით ომის სოციალიზმს, რადგან ვირუსის წინააღმდეგ ომი გულისხმობს კერძო საკუთრებაში მასობრივ ცენტრალურ შეჭრას. თითქმის ყველა ეკონომიკური საქმიანობა დაქვემდებარებული გახდა ომთან ბრძოლის მცდელობებზე.  ბევრ ქვეყანაში ბიზნესს, რომლის ფუნქციონირებაც ომის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა, აიძულებენ დაიხურონ. მაგალითად, საცალო ვაჭრობის მაღაზიები, გასტრონომიული ბიზნესები ან სასტუმროები. სხვები იძულებულები არიან დახურონ, რადგან მათ მომხმარებლებს გადაადგილება აქვთ შეზღუდული. 

გარკვეული გაგებით, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი მოსახლეობა გაიწვიეს. ზოგიერთებს უფლება აქვთ გააგრძელონ წარმოება, რადგან ეს მიზანშეწონილად მიიჩნია მთავრობამ. სხვა პირებს შეუკვეთეს და საშინაო ფრონტზე ბრძოლის ბრძანება გასცეს. მათ არ ეძლევათ უფლება დატოვონ თავიანთი სახლები, რადგან ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა ვირუსთან ბრძოლისა და ომში გამარჯვების მოსაპოვებლად. ბავშვებიც კი იძულებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ ომში, სახლში დარჩენით. ცენტრალური დამგეგმავები ასევე წყვეტენ, როდის გაქვთ უფლება სახლის სანგრები დატოვოთ, ე.ი. ძაღლი გაასეირნოთ ან სასურსათო პროდუქტი იყიდოთ.

როგორც სხვა ომებში, საზღვრები აქაც დროებით დახურულია და საერთაშორისო შრომის განაწილება - მკაცრად შეფერხებული. ომი ფინანსდება სამი ძირითადი გზით (Misis 2006, გვ. 136–42).

პირველი - პროდუქტისა და მომსახურების გაწევის უფლება ჩამორთმეულია. კორონა ომში სამედიცინო პროდუქცია შეზღუდულია. კომპანიები დახურულია და ინდივიდებს შეზღუდული აქვთ გადაადგილება. ისინი „აწარმოებენ“  „სოციალურ დისტანციას“, რაც მთავარ „კარგ“ საჭირო იარაღად ითვლება ვირუსის წინააღმდეგ ომში გასამარჯვებლად.

მეორე - იზრდება გადასახადები. მართლაც, ომის მოგების გადასახადები განსაკუთრებით პოპულარულია. ჩვენ უკვე გვესმის პირველი წინადადებები ამ მიმართულებით. 

მესამე - საბეჭდი მანქანა დააჩქარებს, მეტ ფულს დაბეჭდავენ.. რაც ასევე უკვე გამოვცადეთ. 

მოკლედ რომ ვთქვათ, კორონა ეპიდემიაში მთავრობის ჩარევა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ომის სოციალიზმის ფორმად.

შემდეგი კითხვა ისაა, არის თუ არა ომის სოციალიზმი ჭეშმარიტი სოციალიზმი?

მიზესის მიხედვით, "ჭეშმარიტი სოციალიზმი არსებობს მაშინ, როდესაც არსებობს „წარმოების საშუალების გადაცემა ინდივიდების კერძო საკუთრებიდან - საზოგადოების საკუთრებაში. სწორედ მხოლოდ ეს და სხვა არაფერია სოციალიზმი."

მიზესი წერს: „ომის სოციალიზმის ზომებმა ეკონომიკა სოციალისტურ საფუძველზე დააყენა. საკუთრების უფლება ფორმალურად ხელუხლებელი დარჩა. კანონის მიხედვით მეპატრონე კვლავ წარმოების საშუალებების მფლობელია, თუმცა საწარმოს განკარგვის ძალა ჩამოერთვა მას. ”(2006, გვ. 143).

სოციალიზმში ცენტრალური ხელისუფლება წყვეტს რა იყოს წარმოებული. კორონა სოციალიზმის დროსაც, მთავრობა ირიბად სწორად ამას აკეთებს : იგი წყვეტს რომელი ბიზნესი დაუშვას და რომელი - არა, ამრიგად, იგი წყვეტს, რა შეიძლება იქნას წარმოებული (ნიღბები, ვენტილატორები) და რა არ იქნება წარმოებული (ტურიზმი ან სპორტული ღონისძიებები და ა.შ).

მიზესი განმარტავს: ”ომის სოციალიზმი არავითარ შემთხვევაში, არ ყოფილა სოციალიზმის დასრულებული ფორმა, მაგრამ ეს იყო სრული და ჭეშმარიტი სოციალიზაცია გამონაკლისის გარეშე, თუკი იგი განაგრძობდა არჩეულ გზას.“ (Mise 2006, გვ. 144). რა თქმა უნდა, კორონა სოციალიზმი, როგორც "ომის სოციალიზმის" მაგალითი, ითვლება დროებითად, როგორც უჩვეულო დებულებები ომის პირობებში.“

მაგრამ აღწევს "ომის სოციალიზმი" თავის მიზანს? ცენტრალიზებული ძალისხმევის დამცველები ამტკიცებენ, რომ "ორგანიზებულ ეკონომიკას შეუძლია წარმოებისგან უფრო მაღალი შედეგი მიიღოს, ვიდრე თავისუფალ ეკონომიკას."

სიმართლე კი ამის საპირისპიროა. სწორედ კერძო ეკონომიკა იგებს ომებს. კერძო ეკონომიკა აწვდის მეტ საქონელსა და მომსახურებას ადამიანებს, კორონა ეპიდემიის შემსუბუქების მიზნით. ამ დღეებში კერძო კომპანიების ეფექტურობა გასაოცარია. უამრავი, დაუთვლელი გამოსავალი მოდის კერძო სექტორისგან, რაც ეხება ნიღბებს, სამედიცინო ტანსაცმელს, წამლებს, ვენტილატორების წარმოებას ან მომხმარებლებისთვის საქონლისა და მომსახურების მიწოდების უსაფრთხო ახალ გზებზე გადასვლას.

კერძო კომპანიები უსწრაფესად ზრდიან წარმოების ძალისხმევას სავარაუდო მოგების გამო. საბაზრო ეკონომიკაში, მოგებაა სწორედ ის, რაც უბიძგებს მწარმოებელს, რაც შეიძლება სწრაფად გაითვალისწინოს ადამიანის ყველა საჭიროება. ამის საპირისპიროდ, სამედიცინო წარმოების მეფეებს მხოლოდ ერთი რამ აქვთ გონებაში, მათ სურთ შეაჩერონ ინფექციის მაჩვენებლები ნებისმიერ ფასად. ისინი უგულებელყოფენ ადამიანის სხვა მიზნებს, მაგალითად, წარმატებული ბიზნესის შექმნას და უზარმაზარი საქონლისა და მომსახურების მიღება, თუნდაც შვებულებას ან სხვა თავისუფალ აქტივობას.. როდესაც ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია, დიდი შანსია, გაჩნდეს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მაგალითად, გულის დაავადებები ან ფსიქიკური პრობლემები. ამ იძულებით „ლოქდაუნებს“ ეკონომიკური უბედურება და სიდუხჭირე მოაქვს, რასაც ცხოვრების დონის ზოგადი ვარდნა მოჰყვება, თავისი ყველა შედეგით.

ცენტრალური სამედიცინო დაგეგმვა ფოკუსირებულია მხოლოდ ისეთ გაზომვად ცვლადებზე, როგორიცაა ინფექციის მაჩვენებელი. სხვა მიზნების არ გათვალისწინებით (და ის ვერც შეძლებს ამის გაკეთებას), ეს დაგეგმვა უზარმაზარ ზიანს აყენებს ინდივიდების ნებაყოფლობით ურთიერთქმედებას.

ცენტრალური დაგეგმვის მიდგომისაგან განსხვავებით, რომელიც ერთ დასასრულზეა ფოკუსირებული, ადამიანთა საზოგადოებაში საბაზრო ეკონომიკის საშუალებით ადამიანთა ყველა სურვილი გათვალისწინებულია (მოსალოდნელი) მოგების გამო.  წარმოება რეგულირდება სწრაფად და ეფექტურად მომხმარებელთა ცვალებადი მიზნებიდან გამომდინარე.

სამეწარმეო მოგებაა ის, რაც უბიძგებს ადამიანის შემოქმედებითობას და გენიას, დააკმაყოფილოს  ჩვენი საჭიროებები მაქსიმალურად ეფექტურად, რაც შეიძლება ადამიანურად. შესაბამისად, სწორი რეაქცია, სწორი პასუხი ომსა და ასევე კორონა ომზე, მეწარმეობისთვის ყველა ბარიერის მოხსნაა.

„ყველასთვის, ვისი აზრითაც თავისუფალი ეკონომიკა არის ეკონომიკური საქმიანობის უმაღლესი ფორმა, სწორედ ომის შედეგად შექმნილმა აუცილებლობამ უნდა წარმოქმნას ახალი მიზეზი, მოითხოვოს თავისუფალი კონკურენციის გზაზე მდგარი ყველა დაბრკოლება უარყოს.“(Mises 2006, p. 117)

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კორონა ომის მოსაგებად, მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეამციროს გადასახადები და რეგულაციები. სამწუხაროდ, მთელს მსოფლიოში, მთავრობებმა საპირისპირო გზა აირჩიეს, „ომის სოციალიზმად“ წოდებული. თუ ისინი სწრაფად არ გამოასწორებენ თავიანთ შეცდომებს და არ დაასრულებენ თავიანთ ომს, ჩვენი ეკონომიკის სოციალიზაცია გაგრძელდება. 
მიზესი გვაფრთხილებს: ”გრძელვადიანი ომი და საბაზრო ეკონომიკის დაცვა შეუთავსებელია”.

ავტორი: Philipp Bagus

თარგმანი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები