რაქვიაშვილი: მშიერი მოსახლეობის ფონზე, ხელისუფლების რეიტინგის მკვეთრი დაცემა გარდაუვალია

"თავისუფალი ბაზრის'' სტუმარმა, ეკონომისტმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა შეაფასა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ძალიან რთულია, სამომავლო პროგნოზების გაკეთება, თუმცა ფაქტია, რომ ადამიანების ქცევის შეცვლის გარდა, ურთიერთიბებიც შეიცვალა. "ადამიანები მარტივად გამოდიან მწყობრიდან. მეგობრობა და სიყვარული ამ პირობებში ძალიან მალე ქრება. ამერიკაში რაც არ უნდა ხდებოდეს ისინი მაინც გამოძვრებიან, იმიტომ რომ ისინი ამ მთავარ  ღერძს არ კარგავენ''-მიიჩნევს ეკონომისტი.

თუ საქართველოში ეს სიტუაცია კიდევ რამოდენიმე თვე გაგრძელდება ჩვეულებრივი ბუნტი მოხდება, იმიტომ რომ ადამიანები მიხვდებიან, რეალურად რა ხდება

                                                                                                                            -განაცხადა რაქვიაშვილმა.

ეკონომისტის აზრით, როდესაც ადამიანები მიხვდებიან, რომ სამსახურში ვერ გადიან, ან უბრალოდ სამსახური აღარ აქვთ და ელემენტალური საჭმლის ყიდვის საშუალებაც არ აქვთ. სწორედ ამ დროს დიდი ალბათობით ადამიანები ამ მოცემულობაში აზრს შეიცვლიან.

"კრიზისებს რომ უდიდესი ზარალი მოაქვთ, ეს ყველამ კარგად იცის. თანაც ეს ზარალი არამხოლოდ მატერიალურია. მაგალითად 2008 წლის, საბერძნეთის კრიზისის დროს, თვითმკვლელობა 11% ით გაიზარდა".

ალესანდრე რაქვიაშვილის ვარაუდით, ქვეყნის ეკონომიკური ვარდნის შედარება, 90-იანების მდგომარეობასთან შეგვეძლება. ეკონომისტმა აღნიშნა, რომ მხოლოდ მარტის თვეში ექსპორტი 20%ით შემცირდა. საქართველო დანაზოგების ქვეყანა არ არის, ამიტომ დიდი ხანი ვერ გაქაჩავს.

მაგრამ თუ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში რაც შეიძლება მალე გაუქმდება. ქვეყნის ეკონომიკის წლიური ვარდან 10%- ზე მეტი არ იქნება                                                                                                                                 

 

- ამბობს ეკონომისტი.

ის ასევე საინტერესოდ მიიჩნევს, მაისში მთავრობას რა რეიტინგი ექნება. მაგალითად გახარიას კარგი რეიტინგი აქვს,  რომელიც პრემიერმინისტრი 20 ივნისის სისხლიანი ღამის წყალობით გახდა. თუკი ხელისუფლება ამ სიგიჟეებს გააგრძელეს, ხალხი ამ მოქმედებებს უკვე გააპროტესტებს, რადგანაც მათი მდგომარეობა მაისის თვეში დამძიმდება.ბიძინა ივანიშვილმა კი ამ პროტესტის ფონზე  შეიძლება, გიორგი გახარიამ მდგომარეობის არასწორად შეფასებისთვის მოხსნას.

პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ მგონია, რომ მშიერი მოსახლეობის ფონზე, ხელისუფლების რეიტინგის მკვეთრი დაცემა გარდაუვალია.

                                                                                    -განაცხადა ''გირჩი ტივის'' ეთერში, ეკონომისტმა.

                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 



კომენტარები