სიახლეები

1890 Views
Girchi News სიახლეები

გიორგი კანდელაკი: COVID-ის დღესდღეობით აღიარებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს

''მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის" ექიმმა-ინფექციონისტმა, გიორგი კანდელაკმა, თავის ფეისბუქ გვერდზე, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მასშტაბზე, პოსტი გამოაქვეყნა.

ერთი კვირის წინ კანდელაკი, ფეისბუქზე  გარკვეული შეუსაბამობის შესახებ, COVID-ის სიკვდილიანობასთან დაკავშირებით წერდა და გამოთქვა გარკვეული ეჭვები, მის მაშტაბთან დაკავშირებით. გუშინ კვლავ განახლდა ევროპაში სიკვდილიანობის 12-ე კვირის მონაცემები, რომელსაც  https://www.euromomo.eu/index.html საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ, სადაც European mortality bulletin week 12, 2020 სადაც 2020 წლის 12-ე კვირის (ანუ 16-22 მარტის), მონაცემების ჩათვლითაა მოცემული ევროპის სიკვდილიანობა.

კანდელაკის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 ''ევროპაში 15-64 წლების ასაკის მოსახლეობის სიკვდილიანობა საშუალოსთან (საშუალო მოცემულია წითელი ხაზით და შეადგენს უხეშად 7500-8000 ადამიანს კვირაში), შედარებით შემცირებულიც კია, 2 სტანდარტული გადახრის ოდნავ ქვევითაა!! ასევე შემცირებულია 65 წელზე ასაკოვანი ადამიანების სიკვდილიანობა - ასევე 2 სტანდარტული გადახრაზე ოდნავ მეტად!! მთლიანი პოპულაციის სიკვდილიანობაც შემცირებულია.

მეორე გრაფიკზე შეგიძლიათ ნახოთ, ქვეყნების მიხედვით ჩაშლილი სტატისტიკა - იტალიის გარდა, ყველა სხვა ქვეყანაში ან კლება ფიქსირდება ან ზუსტად შეესაბამება საშუალო მაჩვენებელს - მათ შორის ესპანეთშიც.

რაც შეეხება იტალიას, აქ მართალია გარკვეული ზრდა არის, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე 2016 და 2017 წლებში გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობა იყო აღრიცხული. (თუ გაჰყვებით უკან, ნახავთ მატების ორ ტალღას 2016 და 2017 წლებში). არადა, იტალიიდან COVID-ით სიკვდილიანობის მონაცემებს თუ სარწმუნოდ ჩავთვლით, 16-22 მარტის პერიოდში, COVID-ით გარდაიცვალა 5429 ადამიანი, რაც საშუალო მაჩვენებლის (კვირაში იტალიაში საშუალო სიკვდილიანობა არის 12275 ადამიანი) 43.4% - ს შეადგენს.

იტალიის მრუდზე უნდა მოეცა ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი, არნახული მატება, რასაც ვერ ვხედავთ.

მხოლოდ იტალიის 5429 ჭარბი სიკვდილიანობა, მთელი ევროპის პოპულაციის სივდილიანობის მრუდზეც კი (საშუალოდ კვირაში შეადგენს უხეშად 45000-55000 გარდაცვლილს), დაახლოებით 10% მატებით უნდა ასახულიყო, მაგრამ საპირისპიროდ ვხედავთ,2 სტანდარტულ დევიაციაზე ოდნავ მეტ კლებას!!!

რეალურად, ამ ეტაპზე, ოფიციალურად მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ჭარბი სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ტენდენციები ევროპაში არ აღინიშნება, რაც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, COVID-ის დღესდღეობით აღიარებული სიკვდილიანობის 1-3.5% მაჩვენებლის მიმართ''-წერს გიორგი კანდელაკი.

                                                                                                            ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები