კონსტანტინე მოსიძე: დროა, ადამიანებმა გაიაზრონ რა კრიზისი გველოდება წინ

''თავისუფალი ბაზრის'' სტუმარმა, ეკონომისტმა კონსტანტინე მოსიძემ, მოსალოდნელ კრიზისზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ კარგად ვერ იაზრებს, ქვეყანა სულ ცოტა ხანში, რა კრიზისის წინაშე დადგება. ამის მიზეზად კი, ეკონომისტი მიიჩნევს რომ საზოგადოებაში შექმნილი პანიკის ფონზე, ხალხი წინ არ იყურება.

ზოგს ჰგონია, რომ ეკონომიკა ახლა დაპაუზებულია, სინამდვილეში კი, ის სრული უკუსვლით მიდის და ეს უკვე შეუქცევადი პროცესია

                                                                                                                               -აღნიშნავს მოსიძე.

მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება გაიხსენა, სადაც ტრამპმა განაცხადა, რომ ''ამერიკა იმისთვის არ აშენებულა, რომ დახურული იყოს''. მისი თქმით, თუ ამხელა ეკონომიკის მქონე ქვეყანაც კი მივიდა იმ აზრამდე, რომ ეკონომიკა, ასეთ სიტუაციაშიც კი, არ უნდა გაჩერდეს. მისთვის გაუგებარია ჩვენი ქვეყნის მთავრობა, იგივეს რატომ ვერ მიხვდა. მოსიძე აღნიშნავს, რომ ამერიკის მთავრობას სულ რომ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, მათთან მაინც სხვა შედეგი დადგებოდა.

ამის მიზეზი კი მარტივია, ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, რომელსაც დანაზოგები არ აქვს. შესაბამისად, ჩვენზე ეკონომიკური კრიზისიც სხვანაირად აისახება

                                                                                                                        -განაცხადა ეკონომისტმა.

მისივე თქმით,  რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით ნაკლებია იქ სიკვდილიანობა. ამის ნათელი მაგალითია, შვეიცარია რომელიც ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნადაა მიჩნეული, სიკვდილიანობა 0,01%-ია, განაცხადა ''გირჩი ტივის'' ეთერში, კონსტანტინე მოსიძემ.

                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები