მედია-მანიპულაციის როლი და კორონა პანიკა

დღეს იტალია არის შიშის მთავარი დამჭერი, მთავარი ბუა!

სინამდვილეში ამავე შიშმა შექმნა ის არასწორად დათვლილი სტატისტიკა, რომელიც შოკში აგდებს ხალხს და ამ შოკის გამო საღ აზრზე პასუხისმგებელი ტვინის ნაწილი პარალიზებულია.
შეხედეთ იტალიაში რა ხდება!!! თავიდანვე მკაცრი ზომები რომ არ მიიღეს იმის ბრალია!!! იგივე გვინდა საქართველოში?!!!
ეს ყველაფერი არის ბლეფი და პოლიტიკური-მედია მანიპულაცია (განზრახ თუ გაუაზრებლად არ ვიცი). 
მოკლედ შევეცდები ავხსნა:

იტალიელები ევროპაში სტატისტიკურად ყველაზე დაბერებული ერია. ანუ  ყველაზე მეტი ღრმად მოხუცი ჰყავს. შესაბამისად, სხვა ქვეყნებთან შედარებით (კორონას გარეშეც) მეტი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს. კორონას შემდეგ სტატისტიკა ასეთია:

გარდაცვლილთა საშუალო ასაკი არის 79 წელი. მათგან 48%-ს ჰქონდა სამი ან მეტი ქრონიკული თუ სხვა დაავადება, რის გამოც გარდაიცვალნენ რეალურად. დანარჩენებს ჰქონდათ 3-ზე ნაკლები დაავადება და თავისთავად ასაკის გამო დაბალი იმუნიტეტი. 
ამ დათვლითაც კი აღმოჩნდა, რომ უბრალოდ თავიანთი რეალური ავადმყოფობებით გარდაცვლილი ადამიანები, რომლებსაც პარალელურად ჰქონდათ კორონა ვირუსი (რომელსაც არ მოუკლავს) შეიყვანეს იმ გიჟურ სტატისტიკაში.

სინამდვილეში კი, გარდაცვალების მასტიმულირებელი ამ ადამიანების 12% აღმოჩნდა ( მათ შორის მათ სხვა დაავადებები ჰქონდათ და ვირუსმა გაურთულათ). 
მხოლოდ ეს ამბავიც კი მთლიანად ცვლის რეალურ სტატისტიკას.
გარდა მაგისა, იტალიის მოსახლეობა 60 მილიონია.  სულ ჩატარებულია 87 000 ტესტირება, რომელთაგანაც 56 000-ს დაუდასტურდა ვირუსი (დაახლოებით 60%) . ისიც გასაგებია, რომ ტესტირება უტარდებოდათ ძირითადად მკვეთრად გამოხატული სიმპტომების მქონე ადამიანებს და არ ჩაუტარდა იმათ, რომლებსაც არ ჰქონდათ სიმპტომები და ჩვეულებრივად უკვე გადაიტანეს ან გადააქვთ ეს ვირუსი (ასევე ავრცელებენ) თუკი იტალიაში 1 მილიონ ადამიანს ჩაუტარდება ტესტი, შესაბამისად დაინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება და სტატისტიკურად გარდაცვალების პროცენტი 8 კი არ იქნება, არამედ ბევრად ნაკლები და საერთოდ შეიძლება ბევრ სხვა ქვეყანაზე უკეთესი სტატისტიკაც არის. 

ამას უნდა დავამატოთ ისიც, რომ სამედიცინო კოლაფსის დროს, რომლის დროსაც საავადმყოფოებს მიმწყდარ შეშინებულ, დაუვირუსებელ  ადამიანებს უფრო გადაედებოდათ ინფექცია, დაუინფიცირებელი ადამიანები, რომელთაც კორონამდე თავისი ჯანმრთელობის სხვა მილიონი პრობლემა ჰქონდათ, უბრალოდ დარჩნენ სამედიცინო დახმარების გარეშე. (აი ასეთ დროს სახელმწიფოს მიერ საზღვრების ჩაკეტვით ამ ადამიანებს მოესპოთ შანსი, რომ სხვაგან ეძებნათ დახმარება) ალბათ ასეთი ადამიანებიც, რომელთაც აუცილებლად სჭირდებოდათ მუდმივი ზედამხედველობა და სამედიცინო ჩარევა, ბევრი გარდაიცვალა, რაც ამ დომხალის დროს პანიკის ტემპერატურას უფრო მაღლა სწევს. 
როგორც ირკვევა სეზონური გრიპის დროს, წლის იმავე მონაკვეთში თითქმის იმავე რაოდენობის ადამიანი იღუპება. ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს, რადგან პანიკა არ არის და გრიპების მკურნალობის მეთოდებიც ცნობილია. მოკლედ, გაურკვევლობა უფრო ამძიმებს სიტუაციას, წარმოიქმნება ყველა სხვა მიზეზთან ერთად სპირალი, რომელიც მცდარი სტატისტიკის ფონზე აპოკალიპტურ სურათს ხატავს.

რაც შეეხება გავრცელებას, როგორც ზემოთ ვთქვი სამედიცინო დაწესებულებებს მიმწყდარი ჯანმრთელი ადამიანების დავირუსების გარდა, ბევრი ნიუანსია, რაც გავრცელების მიზეზებს ხსნის. იტალიელები სტატისტიკურად არაჰიგიენური ხალხია. (მხოლოდ მოსახლეობის 42% იბანს ყოველ დღე), გარდა ამისა, სხვებთან შედარებით მეტად სოციალურები არიან, ანუ მეტი ურთიერთობა, სიახლოვე (მეტი ჩახუტება - ქართულად, რომ ვთქვა) აქვთ. ეს და კიდევ სხვა ბევრი ნიუანსი შეიძლება იყოს (მასობრივ ისტერიამდე) უფრო ფართო გავრცელების მიზეზი. 
სხვა ქვეყნებში, რომელთაც სიკვდილიანობის ასევე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, შეიძლება ანალოგიურად მათივე ინდივიდუალური დაშვებული შეცდომები, დემოგრაფია, პოპულაცია და ათასი მიზეზი არსებობდეს და სულაც არ ნიშნავს, რომ კორონა აპოკალიპტური ვირუსია. 

ისიც მნიშვნელოვანია, რომ covid-19 კორონა ვირუსის მე-7
-ე შტამია და მისდამი მასობრივი შიში გლობალური საინფორმაციო წვდომის შედეგია. ასევე შიშის მიზეზია ისიც, რომ კომუნისტური ჩინეთი ნოემბრის თვიდან შეეცადა დაემალა მის შესახებ, რაც  იანვარში მაინც გასკდა ასევე მასობრივი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მეშვეობით. როცა ინფორმაცია მსოფლიოს მოედო, ისტერია დაასტიმულირა ჩინეთის მთავრობის ჯერ კონსპირაციულმა ქმედებებმა, მერე კი ბრუტალურმა ძალადობამ (მთელი ქალაქის და რეგიონის ჩაკეტვა).   
საბოლოო ჯამში, კაცობრიობის პოპულაცია (ვაქცინამდე) ვერ დაემალება ვირუსს და უმრავლესობას მოუწევს მისი სახადივით გადატანა. უბრალოდ შეუძლებელია ერთი წელი და მეტი დაიმალოს ადამიანი ეკონომიკური აქტივობის გარეშე, მარტივად რომ ვთქვათ, შიმშილით მოკვდება. ასე თუ გაგრძელდა, ზოგ  ქვეყანაში ადრე (ღარიბ ქვეყნებში), ზოგან კი გვიან (მდიდარ ქვეყნებში), 
საქართველოში რაც მოხდება მაგის ანალიზი თუნდაც ,,გუმანით", თქვენთვის მომინდვია. 
საბოლოო ჯამში, კაცობრიობა იძულებული გახდება ისწავლოს თანაცხოვრება ვირუსთან. ჯანმრთელი ადამიანები დიდხანს სახლში ვერ დაჯდებიან და უნდა გააგრძელონ დოვლათის შექმნა (ჰიგიენის, დისტანციის, სხვა რეკომენდაციების დაცვით), რათა თვითონაც და  მეტად რისკ გჯუფში მყოფები (მოხუცები, ავადმყოფები, დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები) გადაარჩინონ შიმშილით სიკვდილს. სანამ ამ სახადს მოვიხდით და ვაქცინაციაც წამოგვეწევა.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში:
როგორ ჯობია, დროზე მოვეგოთ გონს და სანამ ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრა, გამოვფიზლდეთ, შიში დავძლიოთ და გავაგრძელოთ ფრთხილად ცხოვრება, თუ ყველა ბერკეტი გადავცეთ მთავრობას, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვის წინ არაფერში ვენდობოდით და იმ მთავრობამ შეშინებული იდიოტების ხარჯზე ჯერ ჩვენი თავისუფლება გათელოს ფეხქვეშ, ჩვენზე ზრუნვის მოტივით და ჩვენივე მოთხოვნით ბევრი ძალით დაგვავირუსოს კარანტინებში, მერე არჩევნები მოიგოს და ჩვეულებრივი ჩრდილოეთ კორეა მოაწყოს? 

შედარებით საღი აზრის მქონე ადამიანებს ვეკითხები, თორემ ამ ქვეყანაში კიმ ჩენ ინს რომ უმრავლესობა შემოხაზავს ეჭვი არ მეპარება!

ამ მავნებლებს რეგულაციები რო მოეხსნათ, ხომ შემოიტანდნენ ფარმაცევტული კომპანიები ამდენ ხანში სწრაფ ტესტებს (რომელიც თურმე 5.5 დოლარი ჯდება) და ხომ დამშვიდდებოდა ხალხი??!!! 
საარჩევნო კამპანიაა და ფეხებზე ჰკიდიათ რეალურად ადამიანები!
რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს პანიკა, მით უფრო მეტი გმირის სახელს აირტყამენ!
შიმშილი გამოაფხიზლებს ხალხს მაგის იმედი მაქვს!

P.S. მჯერა, რომ საღი აზრი საბოლოოდ გაიმარჯვებს. ამ ომის ფინიშზე კი, მგონია, რომ მოგვიწევს სერიოზულად დავფიქრდეთ ჩვენი კონსტიტუციის გადახედვაზე, მთავრობის ზომის და ძალაუფლების მაქსიმალურად შესამცირებლად, რათა მსგავსი მასშტაბის სიგიჟე აღარ დაგვემართოს!

ჯანმრთელ ადამიანებს არ კლავს! გამოდით გარეთ!

ავტორი: ვიტალი გუგუჩია



კომენტარები